ხულოში სამგზავრო მიკროავტობუსი ამობრუნდა, არის მსხვერპლი

ხულოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუა ხნის მამაკაცი გარდაიცვლა, ხოლო სამი ადამიანი დაშავდა.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას სამგზავრო მიკროავტობუსი ამოყირავდა. შემთხვევა ხულოში, სოფელ ვაშლოვანში მოხდა. მიკროავტობუსი ბათუმში მიდიოდა. დაღუპულიც და დაშავებულებიც სამარშრუტო ტაქსის მგზავრები არიან.

"სამგზავრო მიკროავტობუსი სოფელ ბეღლეთიდან ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა. იგი სოფელ ვაშლოვანთან ამოყირავდა. სამარშუტო ტაქსში დაახლოებით 12 ადამიანი იჯდა, მათ შორის სამი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა. დაშავებულები ხულოს საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მოქალაქეებს შორის არ არიან ტურისტები. გარდაცვლილი მამაკაციც მგზავრი იყო", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ხულოს მერმა ვახტანგ ბერიძემ.

ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო: ფოტოები ხულოდან, სადაც სამარშრუტო ტაქსის ამოყირავების შემდეგ 1 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა - რა ხდება ტრაგედიის ადგილზე

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა