უკრაინაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო შედეგებზე „ინტერპრესნიუსი" უკრაინელ პოლიტოლოგს, სიტუაციათა მოდელირების სააგენტოს დირექტორს, ვიტალი ბალას ესაუბრა.
- ბატონო ვიტალი, 2019 წლის საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო შედეგებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, სავარაუდო შედეგებზე საუბარი მაინც შესაძლებელია.
თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს?
- ჩემი აზრით, ამ არჩევნების შედეგად სამ მნიშვნელოვან შედეგზე შეიძლება საუბარი. პირველი გახლავთ ის, რომ ამ არჩევნებზე 50%-ზე ნაკლები ამომრჩეველი მივიდა. მე არ მახსენდება უკრაინაში ჩატარებული არჩევნები, სადაც ასეთი დაბალი იყო ამომრჩევლების აქტიურობა.
ის, რომ ამომრჩეველთა 50%-მა არჩევნები არათუ არ შეიმჩნია, სავარაუდოდ, არჩევნებზე გაცნობიერებულად არ წავიდა, იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინის მოქალაქეების ნახევარი დაიღალა ერთმანეთზე მიყოლებული არჩევნებისაგან რაც, გვინდა თუ არ გვინდა, აღსანიშნავია.
არჩევნებზე 50%-ზე ნაკლები ამომრჩეველი მივიდა. მე არ მახსენდება უკრაინაში ჩატარებული არჩევნები, სადაც ასეთი დაბალი იყო ამომრჩევლების აქტიურობა
მეორე - დიდია იმის ალბათობა, რომ ასე მოხდება. მხედველობაში მაქვს ის, რომ პრეზიდენტის პარტია „ხალხის მსახურს“, შეიძლება ჰქონდეს მთავრობის სხვების გარეშე დაკომპლექტების შესაძლებლობა. არჩევნების შედეგების დღევანდელი მონაცემებით, იგი ამის გაკეთებას ვერ შეძლებს, მაგრამ გამორიცხული არაა, სწორედ ასე მოხდეს.
პრეზიდენტის პარტიის მაჟორიტარებმა საკმაოდ ბევრი მაჟორიტარული ოლქი მოიგეს. და ეს მაშინ, როცა არ იყო მოლოდინი, რომ ისინი ამდენ ოლქს მოიგებდნენ. მაგალითად, კიევის 13-ვე მაჟორიტარულ ოლქში პრეზიდენტის პარტიის წარმომადგენლებმა მოიგეს.
პრეზიდენტის პარტიას „ხალხის მსახურს“ შეიძლება ჰქონდეს მთავრობის სხვების გარეშე დაკომპლექტების შესაძლებლობა. არჩევნების შედეგების დღევანდელი მონაცემებით, იგი ამის გაკეთებას ვერ შეძლებს, მაგრამ გამორიცხული არა, სწორედ ასე მოხდეს
მესამე შედეგი კი ისაა, რომ 2019 წლის არჩევნების შედეგად უკრაინაში არ შედგა პრორუსულ ძალთა რევანში და არ გამართლდა პრორუსულ ძალთა მოლოდინი. მათ ხმების გარკვეული ნაწილი კი აიღეს, მაგრამ არა იმდენი, რომ კრემლს გახარებოდა.
არადა, უნდა ითქვას, რომ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას პრორუსულ ძალებს დაფინანსება და უკრაინულ და რუსულ მედიაში მხარდაჭერა აშკარად არ აკლდათ.
- კიდევ რა თავისებურებებით გამოირჩეოდა წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში?
- სამწუხაროდ, საარჩევნო უბნებთან მისული ხალხი არ იცნობდა არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა პროგრამებს, ხალხის უმეტესობას სწორება ლიდერებზე და ამ ლიდერების დაპირებებზე ჰქონდა.
დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამომრჩეველთა ნაწილს ახლა სურს, პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმე დააკისროს პრეზიდენტ ზელინსკის პარტიას და აწი დააკვირდეს, თუ როგორ მოხერხდება მათი მოლოდინების რეალიზაცია.
„ხალხის მსახურს“ უკვე აქვს მიღებული ხმების 44%, მაგრამ, მათ შორის, ვისაც ამ პარტიის სახელით მაჟორიტარული ოლქები აქვთ მოგებული, პრაქტიკულად არიან რუსეთთან მეგობრობაზე ორიენტირებული
ჩემი დაკვირვებით კი, საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს აქვს პრეზიდენტ ზელინსკის საქმიანობის მიმართ მოლოდინი. დარწმუნებული ვარ, ეს პრეზიდენტ ზელინსკისაც გაცნობიერებული აქვს.
- გასაგებია, რომ არჩევნებში უპირობოდაა გამარჯვებული ზელინსკის პარტია „ხალხის მსახური“, მაგრამ რადაში კარგი შედეგებით მოხვედრილ პარტიათა შემდეგი რიგითობა როგორ გამოიყურება?
- წინასწარი მონაცემებით, რადაში მოხვდება პუტინთან დაახლოებული მედვედჩუკის „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისათვის“, პოროშენკოს „ევროპული სოლიდარობა“, „ბატკოვშინა“ და ვაკატჩუკის -„ხმა“.
- თქვენი დაკვირვებით, უკრაინის რადას შემდეგ შემადგენლობაში სავარაუდოდ როგორი იქნება ძალთა ბალანსი დასავლეთზე და რუსეთზე ორიენტირებულ ძალებს შორის?
- ეს ძალიან კარგი კითხვაა. სინამდვილეში მასზე პასუხი ჯერ არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის პარტია „ხალხის მსახურს“ უკვე აქვს მიღებული ხმების 44%, მათ შორის, ვინც ამ პარტიის სახელით მაჟორიტარული ოლქები აქვთ მოგებული, პრაქტიკულად ორიენტირებული არიან რუსეთთან მეგობრობაზე.
ამომრჩეველთა ნაწილს ახლა სურს, პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმე დააკისროს პრეზიდენტ ზელენსკის პარტიას და აწი დააკვირდეს, თუ როგორ მოხერხდება მათი მოლოდინების რეალიზაცია
მათ შორის ძალთა ბალანსიც კი რუსეთზე ორიენტირებულთა სასარგებლოდ დაახლოებით 30%-70%-ის წინააღმდეგ გამოიყურება. ანტირუსული განწყობების მაჟორიტარებმა კიევი პირწმინდად მოიგეს, რაზეც რეგიონებში გამარჯვებულებზე თქმა ჭირს.
თითქმის 9% აქვს ჯერჯერობით მიღებული პოროშენკოს „ევროპულ სოლიდარობას. იმის გათვალისწინებით, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას მას საკმაოდ ბევრ ბრალდებებს უყენებდნენ, რამაც მის რეიტინგის ვარდნაზე სერიოზულად იმოქმედა, შეიძლება ითქვას, რომ მის პარტიას საკმაოდ კარგი შედეგი აქვს მიღებული.
- საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილმა არჩევნების წინა დღეს თავისი პარტიის მხარდამჭერებს მოუწოდა მხარი დაეჭირათ პრეზიდენტ ზელენსკის პარტიისათვის. როგორც ჩანს, მან უკვე იცოდა, რომ მის პარტიას არჩევნებში კარგი შედეგის დადების იმედი არ უნდა ჰქონოდა...
- დიახ ასეა. სააკაშვილის პარტიას არჩევნების წინ საკმაოდ დაბალი რეიტინგი ჰქონდა. ამიტომ მან ამჯობინა მისი მხარდამჭერებისთვის ზელინსკის მხარდაჭერისკენ მოეწოდებინა.
ქალაქ ლვოვის მერმა, რომელიც წინა არჩევნებზე აღმოჩენა იყო, ამ არჩევნებზე 1%-ზე ოდნავ მეტი მიიღო. სააკაშვილის პარტიას ჯერჯერობით 0,5% ნაკლები აქვს აღებული.
მას შემდეგ, რაც სააკაშვილს სასამართლოებმა მასთან ასოცირებული პარტიის რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრობლემები შეუქმნეს, მისთვის ალბათ უკეთესი იქნებოდა არჩევნების წინ აღარ ეაქტიურა და ადგილობრივ არჩევნებს დალოდებოდა
სააკაშვილის ნაბიჯი აბსოლუტურად გასაგები იყო. იგი შეეცადა პოლიტიკური სახის შენარჩუნებას. ჩემი აზრით, მას შემდეგ, რაც სააკაშვილს სასამართლოებმა მასთან ასოცირებული პარტიის რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრობლემები შეუქმნეს, მისთვის ალბათ უკეთესი იქნებოდა არჩევნების წინ აღარ ეაქტიურა და ადგილობრივ არჩევნებს დალოდებოდა.
- იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტ ზელინსკის დასჭირდა სხვა პარტიებთან კოალიციურ ურთიერთობებში შესვლა მთავრობის დასაკომპლექტებლად, თქვენი დაკვირვებით, ვინ იქნებიან რადაში მისი პარტნიორები?
- ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ ზელინსკიმ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში პარტია „ხალხის მსახური“ ვაკარჩუკის „ხმასთან“ ითანამშრომლებს.
სხვათა შორის, რადაში მოხვდება დაახლოებით 50 მაჟორიტარი, რომლებიც საინიციატივო ჯგუფების მიერ არიან წარდგენილი კანდიდატებად. ჩემი დაკვირვებით, ვაკარჩუკის „ხმის“ მსგავსად, მათგან 15-20 აშკარად პროდასავლელია და პრეზიდენტის პარტიას არ ექნება მათთან თანამშომლობის პრობლემა. თუ რა თქმა უნდა, მათთან წამუშავებას ზელინსკის პარტია მოისურვებს.
რადაში მოხვდება დაახლოებით 50 მაჟორიტარი, რომლებიც საინიციატივო ჯგუფების მიერ არიან წარდგენილი კანდიდატებად. ჩემი დაკვირვებით, ვაკარჩუკის „ხმის“ მსგავსად, მათგან 15-20 აშკარად პროდასავლელია და პრეზიდენტის პარტიას არ ექნება მათთან თანამშრომლობის პრობლემა
არჩევნების შედეგების თავისებურებზე საუბრისას დამავიწყდა მეთქვა, რომ ამ არჩევნების სიურპრიზად შეიძლება ჩაითვალოს 2012 წლიდან ევროპაში მცხოვრები უკრაინის ხელისუფლების მიერ დევნილი ბიზნესმენის შარიის პარტიის მიერ 3%-იანი ბარიერის გადალახვა. და ეს მაშინ, როცა მას აშკარად ანტიუკრაინული განწყობები აქვს. მას ბევრ რამეს ედავებოდნენ, მაგრამ არჩევნების წინ მის წინააღმდეგ სასამართლო გადაწყვეტილებებიც იქნა გაუქმებული.
3%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს ისეთმა მძიმეწონიანმა პოლიტიკოსმა, როგორებიც არიან ლიაშკო და გრიცენკო. და ეს მაშინ, როცა შარიის ვირტუალური პარტია რადაში მოხვდა.
3%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს ისეთმა მძიმეწონიანმა პოლიტიკოსებმა, როგორებიც არიან ლიაშკო და გრიცენკო. და ეს მაშინ, როცა შარიის ვირტუალური პარტია რადაში მოხვდა
უცნაურობა კი ისაა, რომ უკრაინული კანონმდებლობით პარტიები, რომლებიც 3%-იან ბარიერს გადალახავენ, უკრაინის ბიუჯეტმა უნდა დააფინანსოს. უკრაინულ ბიუჯეტს ანტიუკრაინული პარტიის დაფინანსება მოუწევს.
- არჩევნების წინ ოლიგარქმა კოლომოისკიმ არა მარტო რუსეთთან მიმართებაში, არამედ ყირიმთან და დონბასთან დაკავშირებით საკმაოდ ხმაურიანი განცხადებები გააკეთა.
დარწმუნებული ვარ, ისინი შეუმჩნეველი არ დარჩებოდა, ვინაიდან ზელენსკი კოლომოისკის კრეატურად მიიჩნეოდა არჩევნებამდე და ახლაც ასე ითვლება. თქვენი დაკვირვებით, ამ საკითხებზე პრეზიდენტი ზელინსკიც ისე ფიქრობს, როგორც მასთან ახლოს მყოფი კოლომოისკი?
- ჩემი აზრით, კოლომოისკის ეს განცხადებები, ისევე როგორც ზელენსკის გუნდის წევრების ამდაგვარი განცხადებები, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას უკავშირდებოდა.
არჩევნების წინ კოლომოისკის პრორუსული განცხადებები მიზნად ისახავდა ზელინსკის პარტიას არ დაეკარგა იმ ელექტორატის მხარდაჭერა, რომლებსაც რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება სურთ.
არჩევნების წინ კოლომოისკის პრორუსული განცხადებები მიზნად ისახავდა ზელენსკის პარტიას არ დაეკარგა იმ ელექტორატის მხარდაჭერა, რომლებსაც რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება სურთ
ყველა ისინი პრორუსულად განწყობილი როდია. მაგრამ ამგვარ განცხადებებს უნდა უზრუნველეყო ის, რომ ისინი პუტინის მიერ მხარდაჭერილი მედვედჩუკის პარტიის მხარდამჭერები არ გამხდარიყვნენ.
ასე იყო თუ არა ნამდვილად, ჩვენ ამას მხოლოდ მას შემდეგ გავიგებთ, როცა მთავრობა ჩამოყალიბდება. თუ ზელენსკის მთავრობაში ვერ მოხვდება ისეთი ხალხი, ვინც ამგვარ განცხადებებს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას აკეთებდა, მაშინ ჩემი ვარაუდი სწორი იქნება.
სინამდვილეში კოლომოისკის არც ისეთი დიდი გავლენა აქვს ზელენსკიზე და ცდილობს ხშირად აკეთოს განცხადებები, რომლითაც იგი მას თავის დღის წესრიგს სთავაზობს
არსებობს მეორენაირი ახსნაც, რომელსაც აქვს არსებობის უფლება. ჩემი აზრით, სინამდვილეში კოლომოისკის არც ისეთი დიდი გავლენა აქვს ზელინსკიზე, და ცდილობს ხშირად აკეთოს განცხადებები, რომლითაც იგი მას თავის დღის წესრიგს სთავაზობს. ფაქტია, რომ კოლომოისკი ბოლო პერიოდში იმაზე მეტ განცხადებებს აკეთებდა, ვიდრე საერთოდ ცხოვრებაში უკეთებია.
- შეუძლებელია უკვე არ საუბრობდნენ იმაზე, სავარაუდოდ ვინ შეიძლება დაინიშნოს უკრაინის პრემიერ-მინისტრად, საგარეო საქმეთა თუ თავდაცვის მინისტრებად, - ანუ საკვანძო პოზიციებზე.
თუ შეგიძლიათ თქვათ, ამ პოზიციებზე სავარაუდოდ, ვისი კანდიდატურები განიხილება?
- ამ თანამდებობებზე კანდიდატურებს არჩევს რადის უმრავლესობა. პრობლემა ახლა სწორედ იმაშია, თუ როგორი იქნება არჩევნებში გამარჯვებული პრეზიდენტის პარტიის შემადგენლობა. ანდა შეეძლება თუ არა მას ამ კანდიდატურებზე ისეთი კანდიდატების შერჩევა, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის სურს.
ზელენსკის პარტიიდან, ვინც რადაში მოხვდება, როგორც მინიმუმ გავლენის სამი ჯგუფების წარმომადგენლები იქნებიან. ნაწილი კოლომოისკიზეა ორიენტირებული, მეორე ჯგუფში შედიან პრეზიდენტი მეგობარები, მესამე ჯგუფში გაერთიანებული არიან ოლიგარქები, რომლებიც ცდილობენ გავლენა ჰქონდეთ პრეზიდენტზე.
ზელენსკის პარტიიდან ვინც რადაში მოხვდება, როგორც მინიმუმ გავლენის სამი ჯგუფების წარმომადგენლები იქნებიან. ნაწილი კოლომოისკიზეა ორიენტირებული, მეორე ჯგუფში შედიან პრეზიდენტის მეგობრები, მესამე ჯგუფში გაერთიანებული არიან ოლიგარქები, რომლებიც ცდილობენ გავლენა ჰქონდეთ პრეზიდენტზე
ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ - ზელენსკის პარტია „ხალხის მსახური“ ერთგვაროვანი სულაც არაა, არც მსოფმხედველობებისა და მიზნების და არც ინტერესების თვალსაზრისით. მათ შორის მძაფრი კონკურენციაა თუ ვის ექნება მეტი გავლენა პრეზიდენტზე.
ზელენსკის პარტია „ხალხის მსახური“ ერთგვაროვანი სულაც არაა არც მსოფლმხედველობებისა თუ მიზნების და არც ინტერესების თვალსაზრისით
თუ ვინ იქნება პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა, ამ ჯგუფების მონაწილეობის გარეშე არ გადაწყდება. ახლა მთავარია ვინ შეირჩევა პრემიერ-მინისტრად. როცა ეს საკითხი გადაწყდება, სწორედ მას შემდეგ შეიძლება იყოს სერიოზული საუბარი თუ ვინ იქნებიან საგარეო და თავდაცვის მინისტრები.
- საჯარო სივრცეში საერთოდ არც ერთი გვარი არ გაჟღერებულა?
- პრემიერმინისტრობის ფავორიტებად სახელდებიან - ვლადისლავ რაშკოვანი, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდში უკრაინის წარმომადგენლის მოადგილეა, კობოლევი, „ნეფტოგაზში“ ბიზნესის განვითარების დარგში უფროსის მოადგილე, საუბრობენ ვიტრენკოზე, რომელიც უკრაინის უშიშოების მინისტრის მოადგილე იყო.
პრემიერმინისტრობის ფავორიტებად სახელდებიან - ვლადისლავ რაშკოვანი, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდში უკრაინის წარმომადგენლის მოადგილეა, კობოლევი, „ნეფტოგაზში“ ბიზნესის განვითარების დარგში უფროსის მოადგილე, საუბრობენ ვიტრენკოზე, რომელიც უკრაინის უშიშოების მინისტრის მოადგილე იყო
ფინანსთა მინისტრმა დანილიუკმა განაცხადა, რომ ამ თანამდებობაზე პრეტენზიები არ აქვს. აბრავიამიჩუსზე იყო საუბარი, რომელიც ეკონომიკური განვითარების მინისტრი იყო, მაგრამ დანიულიკისა და აბრავიამიჩუსის კანდიდატურები ახლა აღარ განიხილება.
- თქვენი საუბრიდან გამომდინარე, უკრაინაში ჩატარებული არჩევნების შედეგებით მოსკოვი მაინცდამაინც კმაყოფილი არ უნდა იყოს?
- ჩემი აზრით, მოსკოვი უკმაყოფილო უნდა იყოს უკრაინაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით. კიევში უკვე დაუფარავად საუბრობენ იმაზე, რომ თუ ახლა მედვედჩუკი კრემლში ჩავა, პუტინი მას თავში წამორტყმას არ აკმარებს.
უნდა ითქვას, რომ კრემლთან დაახლოებულ მედვეჩუკსა და მის პარტიას სერიოზული დაფინანსება ჰქონდა მიღებული მოსკოვისაგან. ეს ეტყობოდა მათ საარჩევნო აქტივობას ყველაფერში.
მოსკოვი უკმაყოფილო უნდა იყოს უკრაინაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით. კიევში უკვე დაუფარავად საუბრობენ იმაზე, რომ თუ ახლა მედვედჩუკი კრემლში ჩავა, პუტინი მას თავზე წამორტყმას არ აკმარებს
ალბათ ყველაზე მეტი სააგიტაციო რეკლამები ტელევიზიებში, ბანერები თუ სხვა სახის სააგიტაციო ბიულეტენები სწორედ ამ პარტიას ჰქონდა.
დღევანდელი მონაცემებით, მედვედჩუკის ოპოზიციურ პლატფორმას - „სიცოცხლისათვის“ რადაში მაქსიმუმ 33-35 დეპუტატი ეყოლება.
კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”