მაია ცქიტიშვილმა და სოზარ სუბარმა თანამშრომლებს იმერეთის ახალი გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე წარუდგინეს

იმერეთის ახალი გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე მუშაობას შეუდგა. ახალი გუბერნატორი თანამშრომლებს და რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს პრემიერის მრჩეველმა რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში სოზარ სუბარმა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა წარუდგინეს.

მათი თქმით, მთავარი ამოცანაა, მოხდეს ძალისხმევის კოორდინაცია და რეგიონებში, სადაც ჩამორჩენაა, დაიწყოს პროექტების განხორციელება.

„გუბერნატორი არის მომრიგებელი რგოლი, რომელიც გვეხმარება ინიციატივები მოიტანოს თქვენამდე და თქვენი პრობლემები მიაწოდოს ცენტრალურ ხელისუფლებას. დარწმუნებული ვარ, წარმატებით განხორციელდება თანამშრომლობა. წარმატებებს ვუსურვებ ახალ გუბერნატორს. აქ, როგორც ყველაზე დიდ რეგიონში, ყველაზე მეტი პროექტი ფინანსდება. გვინდა, რომ იმერეთმა დაიბრუნოს ძველი სიძლიერე", -განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

გუბერნატორმა პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მუშაობენ რეგიონში მთავარი პრობლემების აღმოფხვრაზე.

ზვიად შალამბერიძე ამ დრომდე გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს