გორში სატვირთო ავტომანქანიდან გადმოვარდნის შედეგად კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი დაშავდა

ცოტა ხნის წინ გორში მომხდარი შემთხვევის შედეგად, კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომელი, 60 წლამდე ასაკის მამაკაცი მძიმედ დაშავდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა.

მორიგე ექიმის, დავით გასიტაშვილის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

„შემოყვანილია 60 წლამდე ასაკის მამაკაცი. ჩვენი ინფორმაციით, იგი სატვირთო ავტომანქანის ძარიდან გადმოვარდა, რა დროსაც სხვადასხვა დაზიანებები მიიღო. კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო. იგი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. მიმდინარეობს შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებები. პარალელურად უტარდება კვლევებიც და შემდგომი მკურნალობის გადაწყვეტილებას რეანომატოლოგები მიიღებენ“, - განაცხადა დავით გასიტაშვილმა.

მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოში აცხადებენ, რომ ორი დღის წინ გორში ჩატარებული fashion week-ის ორგანიზატორებმა კეთილმოწყობის სააგენტოს ბანერის გადატანა სთხოვეს და სწორედ აღნიშნული ბანერის ტრანსპორტირებისას მოხდა შემთხვევა. კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომელმა ბანერის დაჭერა ვეღარ შეძლო და სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოვარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა