პარლამენტი ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე ამნისტიის გამოცხადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს

პარლამენტი დასრულებულ, თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე ამნისტიის გამოცხადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს.

“საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებსა და მისგან გამომდინარე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს. პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები: მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი ვოლსკი, შოთა ხაბარელი, ბექა ოდიშარია, ლევან კობიაშვილი, სოფიო კილაძე, მარიამ ჯაში და მიხეილ ყაველაშვილი.

“საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილი იქნება ექსპლუატაციაში მიიღოს საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი შენობა-ნაგებობა, მათ შორის შენობა-ნაგებობების კომპლექსის დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი მშენებლობადამთავრებული ობიექტი, თუ მშენებლობა ნაწარმოებია შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის (რომელზეც გაცემული იყო მშენებლობის ნებართვა) დარღვევით, განაშენიანების რეგულირების პარამეტრების ცვლილებით, ფუნქციური ზონირების დარღვევით, ასევე თუ მშენებლობა ნაწარმოებია - შეუსაბამო მიწის ნაკვეთზე.

ექსპლუატაციაში მიღება იმ ობიექტებს ეხება, რომლებზეც გაცემულია მშენებლობის ნებართვა და 2019 წლის 15 მაისის მდგომარეობით მშენებლობა დამთავრებულია.

მშენებლობადამთავრებულად მიიჩნევა ობიექტი, რომლის ძირითადი კონსტრუქციული სისტემისა და ექსტერიერის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, გარდა მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოებისა.

დაინტერესებულმა პირმა, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში უნდა მიმართოს.

აღსანიშნავია, რომ სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობების ექსპლუატაციაში მიღება - ე.წ ამნისტია არ გულისხმობს დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლებას ან სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის ბიუჯეტში ჯარიმის, საურავის ან მისი ნაწილის სახით გადახდილი თანხის სამართალდამრღვევ სუბიექტისათვის უკან დაბრუნებას.

“საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ გარდა, ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსშიც“ ხორციელდება, რომლის მიხედვით, შესაბამისი ნებართვის გარეშე მშენებლობა, მშენებლობის წარმოება სანებართვო პირობების დარღვევით და მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს დაახლოებით ერთი თვის წინ წარედგინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა