დავით ჭიჭინაძე - „ქართული ოცნება“  „ნაცმოძრაობის“ გზას ადგას, კრიმინალურ გადაწყვეტილებებს იღებს და ვფიქრობ, ცუდად დაამთავრებს

მარტო თბილისის მასშტაბით 3000-კაციანი გამოკითხვა ჩავატარე და IRI -ის ბოლო გამოკითხვასთან შედარებით, ბევრ საკითხში საკმაოდსეროზული ცდომილებებია. ამიტომ არ ვენდობი არასოდეს სხვის გამოკითხვებს, მითუმეტეს, რომ ცხოვრებაზე სხვისი თვალებით ყურებას სარგებელი არასოდეს მოუტანია, - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, მათ გამოკითხვებში კი, პირველ რიგში იმ პრობლემებზეა ყურადღება გამახვილებული, რაც ხალხს აწუხებს და არა პარტიული რეიტინგებზე.

„ადამიანი, რომელიც ჩადის კრიმინალს, იმის გადადგომა კი არა, მისი დაჭერა და პასუხისგებაში მიცემაა აუცილებელი, თუმცა ამ ხელისუფლების პირობებში ეს გამორიცხულია.

მითუმეტეს, რომ „ქართული ოცნება“ მაინც კულუარულად იმართება და არა მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ. ამიტომ არ ვთვლი, რომ დღეს გახარიას გადადგომით რამე შეიცვლება. თუმცა, მასთან მიმართებაში ნამდვილად ბევრი კითხვა იქნება სამომავლოდ.

ისე, ზოგადად ამ „ქართულმა ოცნებამ“, საზოგადოებასთან ურთიერთობის მორალურ ზღვარს დიდი ხანია გადააბიჯა. „ქართული ცნება“ პრაქტიკულად „ნაციონალური მოძრაობის“ გზას ადგას. ძალაუფლებას ეპოტინება, კრიმინალურ გადაწყვეტილებებს იღებს და ვფიქრობ ცუდად დაამთავრებს.

ამიტომ იქნება საინტერესო საყურებელი, დაახლოებით სამი წლის შემდეგ, ამ „ქართული ოცნების“ მიერ დღეს ასე თავგამოდებით გაყვანილი მოსამართლეები თავად როგორ მიუსჯიან „ოცნების“ წევრებს იმას რასაც იმსახურებენ“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მან ასევე „რუსთავი 2“-ის საკითხზეც ისაუბრა.

„რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს, საკმაოდ პატივსაცემი ტელევიზიაა, რასაც მე ვერ ვიტყვი ე.წ. მეპატრონეებზე. რამდენი ათეული წელია ამ წილების გადანაწილებებს ვისმენთ?! ზოგადად კი, სახელმწიფო მოხელეები, მინისტრები, არ უნდა ფლობდნენ წილებს. მითუმეტეს, რომ მათ ეს წილები ბებიების და ბაბუებისგან ნამდვილად არ დარჩენიათ. ადამიანების თავისუფლებისკენ სწრაფვას კი, სულ რომ ერთი ტელევიზია დატოვონ, ისიც კი ვერ შეუშლის ხელს“, - აცხადებს ჭიჭინაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა