ირაკლი ოქრუაშვილი - თანამდებობიდან რომ წამოვედი, 10 მილიონი ქეში მქონდა კაბინეტის სეიფში, რომელიც უკან დავაბრუნე

ივანიშვილი ყოველ წელს თავდაცვის ფონდში დაახლოებით 36 მილიონ დოლარს მირიცხავდა - თანამდებობიდან რომ წამოვედი, 10 მილიონი ქეში მქონდა კაბინეტის სეიფში, რომელიც ბანკში უკან დავაბრუნე ანგარიშზე, - ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.

მან „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში „რეაქცია“ ისაუბრა „რუსთავი 2“-ის შეძენის შესახებ და აღნიშნა, რომ ტელეკომპანიის შეძენაში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ფული არ გადაუხდია, თუმცა ივანიშვილი თავდაცვის სამინისტროს ყოველწლიურად რამდენიმე მილიონ დოლარს ურიცხავდა.

„რუსთავი 2“-ის შეძენის ეტაპზე ივანიშვილთან ასეთი ტიპის ურთიერთობები არ მქონია, მას ამაში მონაწილეობა არ მიუღია. ადრეც ვახსენე, ივანიშვილი ყოველ წელს მირიცხავდა დაახლოებით 36 მილიონ დოლარს თავდაცვის ფონდში. თანამდებობიდან რომ წამოვედი, 10 მილიონი ნაშთი მქონდა დარჩენილი ქეშის სახით, კაბინეტში მედო, სეიფში, მივიტანე და ბანკში უკან დავაბრუნე ანგარიშზე. ის რიცხავდა, მაგრამ საჭიროებები არსებობდა ქეშად თანხების რაღაცეებში გადახდის. ძალიან ბევრი რაღაცაა, ქართული და არამარტო ქართული პოლიტიკა ჰგავს სოსისს - ბისმარკის ძალიან ცნობილი სიტყვებია, ადამიანებმა რომ იცოდნენ, სოსისი როგორ მზადდება, არასდროს შეჭამდნენო. ქართული პოლიტიკის კულუარები გარეთ რომ გამოვიდეს, აღარავინ ჩართავს ტელევიზორს და არც არჩევნებზე მივა“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

მანვე კითხვაზე, რატომ რიცხავდა ივანიშვილი ამ თანხებს, უპასუხა, რომ ამას საკუთარი უსაფრთხოებისთვის აკეთებდა.

„თავისი უსაფრთხოებისთვის, რომ კომფორტულად ეგრძნო თავი ჩვენთან ურთიერთობაში, ჩვენ მასზე არ გავბრაზებულიყავით და მისი რაიმე სახის შევიწროვება არ დაგვეწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკე აძლევდა და ა.შ“, - აღნიშნა ოქრუაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა