გია ვოლსკი ირაკლი ოქრუაშვილზე - რაც თქვა, თუ ეს მართალია,  საკმაოდ დიდი სასჯელი ემუქრება, მაგრამ ამბობს ჰაერზე და გიჟი თავისუფალია

ადვოკატია, არც მთლად სულელია, რომ ისეთ საკითხებზე ილაპარაკოს, რისი დამტკიცებაც შეიძლება. რაც თვითონ თქვა, თუ ეს მართალია, მუხლები არ მახსოვს, მაგრამ საკმაოდ დიდი სასჯელი ემუქრება თავისუფლების აღკვეთით, მაგრამ ამბობს ჰაერზე და „გიჟი თავისუფალია“, ცოტა უხეში გამოთქმაა, მაგრამ ადეკვატური ვერაფერი მოვიგონე უფრო ისეთი, წესიერი, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებებს „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.

„ეს ცრუპენტელა ბარონჰაუზერი რაღაცეებს ლაპარაკობს, ხომ არ შეიძლება იმ წუთში ყველაფერზე ბიძინა ივანიშვილს გადავწვდეთ? ვერ ხვდებით, რომ ეს არის მახე? ვერ ხვდებით, რომ ეს სერიოზული თემაა, რომელსაც ჩვენ საზოგადოებას ცდილობენ მიაწოდონ საჭმელად. რომ არა ბიძინა ივანიშვილის მიმართ ასეთი გამოსვლები, ოქრუაშვილი საერთოდ გვარი გაგახსენდებოდათ რომ არსებობს?“, - განაცხადა ვოლსკიმ.

წამყვანის კითხვაზე, ოქრუაშვილის მხრიდან ხომ არ იყო ირიბი მინიშნება იმასთან დაკავშირებით , რომ ფული, რომლითაც მან „რუსთავი2“ შეიძინა, შეიძლებოდა ბიძინა ივანიშვილის ყოფილიყო, ვოლსკი პასუხობს, რომ ოქრუაშვილის განცხადებებს ხელშესახებ არგუმენტებად არ თვლის.

„კარგით რა. საერთოდ არ აღვიქვამ ოქრუაშვილის განცხადებებს ხელშესახებ არგუმენტებად და არ მგონია, რომ მე მარტო ვიყო. მაშინ მოუსმინეთ ქარელს, რას ლაპარაკობს ოქრუაშვილზე, რომელიც გუბერნატორი იყო.. არ ვარ ისეთი უბრალო, რომ ვერ დავალაგო სიტუაცია, ისეთ რამეებს ვიტყვი გინდა ოქრუაშვილზე და გინდა ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც არც დასიზმრებია, ვერ ვიკადრებ. ოქრუაშვილზე ბევრი თემები მაქვს. თავის დროზე ვსაუბრობდი, რომ თუ ვინმემ მოლაპარაკების ჩაშლაში მიიღო მონაწილეობა, თუ ვინმემ რუსეთისათვის სასარგებლო ნაბიჯები გადადგა 2004 წლის აგვისტოს, 2006 წლის ივლისში, ეს იყო ოქრუაშვილი, მისი ორგანიზებით ხდებოდა ყველაფერი და რატომ გამორიცხავთ, რომ ახლაც გარკვეულ ამოცანას ასრულებს იმისათვის, რომ დუღილის ტემპერატურა აწიოს და ესოდენ დიდი დიაპაზონის გადაცემაში ოქრუაშვილი გვყავდეს მთავარ სამსჯელო პიროვნებად. იქნებ ხელი გამოკრას კიდეც რაღაც პოლიტიკურ წარმატებას, მაგრამ ის, რომ მან ჩაიდინა გარკვეული დანაშაულებები... ადვოკატია, არც მთალდ სულელია, რომ ისეთ საკითხებზე ილაპარაკოს, რისი დამტკიცებაც შეიძლება. რაც თვითონ თქვა, ეს თუ მართალია, მუხლები არ მახსოვს, მაგრამ საკმაოდ დიდი სასჯელი ემუქრება თავისუფლების აღკლვეთით, მაგრამ ამბობს ჰაერზე და გიჟი თავისუფალია, ცოტა უხეში გამოთქმაა, მაგრამ ადეკვატური ვერაფერი მოვიგონე, უფრო ისეთი, წესიერი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

თორნიკე შარაშენიძე  - „ოცნებას“ სურს ხელისუფლებაში მესამე ვადითაც დარჩენა და ამისთვის სიტუაციას ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2019
მიხეილ უკლება - ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დაბალანსდება შავი ზღვის რეგიონში გლობალური და რეგიონალური მოთამაშეების ინტერესები
კომპანიამ Aviabiletebi.org მობილური აპლიკაცია ანდროიდის სისტემაზეც განაახლა
SS.ge-ში გუგლის სერვისების ინტეგრაცია მოხდა
Cushman and Wakefield Georgia-ს კვლევის მიხედვით "გალერია თბილისი" თბილისის საუკეთესო სავაჭრო ცენტრად დასახელდა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-მა სს „ნიკორას“  BB- რეიტინგი მიანიჭა, სს „ნიკორა ტრეიდს“ B+ რეიტინგი დაუდასტურა