გრიგოლ ვაშაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერები ქუთაისში მხარდამჭერებს შეხვდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე და სხვა ლიდერები ქუთაისში მხარდამჭერებს შეხვდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მთავარი თემები იყო ქვეყანაში არსებული უმძიმესი ვითარება, დამოუკიდებელ მედიაზე შეტევა და ივანიშვილის მმართველობის ცვლილების აუცილებლობა.

„მოქალაქეების განცხადებით, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის, მზარდი კორუფციის, კრიმინალის და ოკუპანტი სახელმწიფოს გავლენების პირობებში ერთადერთი გამოსავალი „ქართული ოცნების“ დამარცხებაა.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა პროდასავლურ პარტიებთან ერთად აქვთ კონკრეტული გეგმა არსებული ვითარების გამოსასწორებლად“, - აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია