გამარტივებული იპოთეკური სესხი - "ტერაბანკის" ინოვაციური პროდუქტი

მომხმარებლებს, რომლებიც სახლის შეძენას გეგმავენ, "ტერაბანკი" ახალ, ინოვაციურ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. პროდუქტის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ თანხის გაცემისას ბანკი შემოსავალს მომხმარებლის მიერ გაკეთებული შენატანების მიხედვით დაითვლის და სესხის აღების მსურველებისთვის შემოსავლების დოკუმენტურად დადასტურება აუცილებელი არ იქნება.

სახლის შეძენისთვის საჭირო თანხის მისაღებად, მომხმარებელს მხოლოდ მისი ღირებულების 20% და სესხების ან დეველოპერულ კომპანიის განვადების გადახდის დადებითი ისტორია უნდა ჰქონდეს. პროდუქტით სარგებლობის მაქსიმალური ვადა 12 წელია. სესხები ლარში გაიცემა.

„"ტერაბანკისთვის" მოქნილი, მომხმარებლების სხვადასხვა სეგმენტზე მორგებული პროდუქტების შექმნა ერთ-ერთი პრიორიტეტია. გამარტივებული, ინოვაციური იპოთეკური სესხი განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვინც ბინის ყიდვას დეველოპერული კომპანიებისგან აპირებს, ან სურს, დეველოპერებთან უკვე არსებული შიდა განვადება ჩვენი გამარტივებული იპოთეკური სესხით ჩაანაცვლოს“, - აცხადებენ "ტერაბანკში".

"ტერაბანკი" მომხმარებლებს იპოთეკური სესხების მრავალფეროვან არჩევანსა და მათზე მორგებულ პირობებს სთავაზობს. ივლისის თვეში ბანკმა ახალი იპოთეკური სესხი საცხოვრებლის შეცვლის მსურველებისთვისაც შექმნა. პროდუქტი მათ საშუალებას აძლევს, თანხა მხოლოდ ბინის უზრუნველყოფით მიიღონ, არ იჩქარონ ძველი სახლის გაყიდვა, ახალ ბინაში სესხის დამტკიცებისთანავე გადავიდნენ და თანხის გადახდა 6-თვიანი საშეღავათო პერიოდის შემდეგ დაიწყონ. აღსანიშნავია კონკრეტულ სეგმენტებზე - რეპეტიტორებსა და ემიგრანტებზე მორგებული სესხებიც, რომლებიც მარტივი პირობებით გაიცემა და უძრავი ქონების შეძენის ბარიერებს მათ სრულიად უხსნის.

"ტერაბანკი" ქართულ საბანკო ბაზარზე 1999 წლიდან ფუნქციონირებს. მისი მთავარი აქციონერი არაბეთის გაერთიანებული საემიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და საზოგადოებრივი განვითარების მინისტრი შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანია, რომელსაც საქართველოში საბანკო და სასტუმრო ბიზნესის მიმართულებით 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

(R)

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს