საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის  ნაღდი ფულით გადახდა აიკრძალება

2021 წლის ზაფხულიდან თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის ქეშით გადახდა აიკრძალება.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა, ასმათ აბესაძემ განაცხადა.

როგორც აბესაძემ აღნიშნა, მგზავრებს საფასურის გადახდა მხოლოდ საბანკო და სპეციალური ბარათებით შეეძლებათ.

„იქნება ჩვეულებრივი სამგზავრო ბარათები, სადაც ჩავრიცხავთ კონკრეტულ თანხას და ვიმგზავრებთ. ქეშით მგაზვრობის საფასურს ვეღარ გადავიხდით. რომ არ შეიქმნას დისკომფორტი, ყველა ძირითად გაჩერებაზე გვექნება ჩარიცხვის აპარატები. ასევე, შეგვეძლება გადავიხადოთ საბანკო ბარათებითაც. გაბილეთიანების საკითხს „საქართველოს ბანკი“ მოაგვარებს და ახალი ტიპის ბარათებსაც დაამზადებს“, - განაცხადა აბესაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერია გეგმავს ტურისტებმა თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასური უცხოური საბანკო ბარათებითაც გადაიხადონ. ამ დროისთვის საზოგადოებრვ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა „საქართველოს ბანკის“, „ვითიბი ბანკის“ და ბანკი „ქართუს“ ბარათებითაც არის შესაძლებელი. სისტემაში ჩართვას „თიბისი ბანკიც“ გეგმავს.

ასმათ აბესაძის ვრცელი ინტერვიუ შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს