ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2019

“პროცესის ჩაშლის საფრთხე არის” - ძაბირაძე პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე

ახალი საპენსიო სისტემა ნებაყოფლობით მონაწილეთა 63%-მა უკვე დატოვა!

***

“პროცესის ჩაშლის საფრთხე არის” - ძაბირაძე პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე

"დღეს ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი საკითხი არის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ამისთვის უნდა დაირაზმოს საზოგადოება და ოპოზიციაც, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი პროპორციულ საარჩევნო სისტემისკენ წაიყვანოს. ამით ქვეყანაში გაცილებით უკეთესი გარემო შეიქმნება. ეს არის დღეს ნომერ პირველი ამოცანა",- აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, ვისაც "რეზონანის" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბარა“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, “პროცესის ჩაშლის საფრთხე არის” - ძაბირაძე პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე

"კორესპონდენტის თქმით, 29 ივლისამდე პარლამენტში რიგგარშე სხდომა უნდა გაიმართოს, სადაც სავარაუდოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხს განიხილავენ. კითხვაზე, ფიქრობთ, რომ პროცესი აქტიურ ფაზაში შედის და ოპოზიციის შიში, რომ ჩაიშლებოდა, მოიხსნა? ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ვიდრე კანონი ძალაში არ შესულა, პროცესის ჩაშლის საფრთხე არის. თანაც დარწმუნებული არა ვარ, რომ სააკაშვილს და "ნაციონალურ მოძრაობას" უნდათ პროპორციული საარჩევნო სისტემა, თუნდაც ნულოვანი ბარიერით. მმართველმა გუნდმაც ეს გადაწყვეტილება იძულებით მიიღო, საპროტეტსო აქციების ფონზე. "ოცნებას" შეიძლება აწყობდეს ვადამდელი არჩევნები, რადგან ისევ შერეული სისტემით ჩატარდება, მაგრამ რაში აწყობს სააკაშვილს ვადამდელი არჩევნები, არ ვიცი. ქვეყანაში უკეთესი გარემო რომ შეიქმნას, ამისთვის საჭიროა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, და რაც მალე დაიწყება მით უკეთესი. ჩემი აზრით, დღეს ყველაზე პრინციპული და მნივშნელოვანი საკითხი ეს არის და ამისთვის უნდა დაირაზმოს ოპოზიციაც და საზოგადოებაც, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი წამოიყვანოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ეს არის დღეს ნომერ პირველი ამოცანა”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ოცნებამ" მზაობა უკვე გამოაცხადა, თუმცა პარტიის თავმჯდომარე ივანიშვილი აცხადებს, რომ ყველა პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლებენ, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა". კითხვაზე, როგორ იკითხება ეს განცხადება პოლიტექნოლოგიიის ენაზე და რა შანსები აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" მომავალ არჩევნებში? ძაბირაძის აზრით, შანსებზე საუბარი ნაადრევია. თუმცა 2012 წლიდან ვამბობ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" სჭირდება რებრენდინგი, მაგრამ, სამწუხაროდ ეს არ განხორციელდა. 2012 წელს, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" გაიყო და გაჩნდა "ევროპული საქართველო" საზოგადოებაში იყო მოლოდინი სიახლისკენ, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც ეს პოლიტიკური ძალა "ნაციონალურ მოძრაობასთან" ისევ ერთი პოზიციით გამოვიდა, ის რაც ორი წლის განმავალობაში სიახლეზე დახარჯეს, ამით წაშალეს. საქმე ისაა, რომ "ნაციონალურმა მოძრობამ" აგრესიული ტონი ვერ მოიშორა და დღესაც ინარჩუნებს, რაც საზოგადოებისთვის მიუღებელია, რადგან არის მათ მიმართ შიში, რომ ხელისუფლებაში თუ დაბრუნდებიან, რასაც აკეთებდნენ, იმაზე მეტს იზამენ. ამას ვერ აანალიზებს "ნაციონალური მოძრაობა", რომ აგრესია, თავისი დღის წესრიგიდან უნდა მოხსნას”, - განაგრძობს გამოცემა.

"ძაბირაძის თქმით, კოალიციურ მთავრობაზე საუბარი ნაადრევია, წელიწადნახევარი დარჩა არჩევნებამდე. რაც შეეხება ქართულ "ოცნებას" და მის მიერ გადაგმულ ნაბიჯებს, სასურველი შედეგის მისაღწევად. დღეის მოცემულობით, თუ ძველი სტილით გააგრძელებს სვლას, ფაქტიურად ვერაფერს შეცვლის. მან ახალი იდეები უნდა შესთავაზოს საზოგადოებას, მაგრამ, სამწუხაროდ "ქართულ ოცნებაში" იდეების გენერატორი არ არსებობს და ინერციით მიდის, ეცემა მისი რეიტინგიც. თუ ხელისფლებას აქვს იმის რესურსი რომ გადაეწყოს, იყოს პრინცირული და მკვეთრი, ახალ იდეებთან ერთად შანსი აქვს, მაგრამ დღეს ამის მზაობა არ ჩანს ამიტომ არის ეს იწილო-ბიწილო. ძაბირაძის თქმით, ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ ხელს ვერ შეუშლის ხაზარაძის გადაწყვეტილებას, ამიტომ თქვა ის, რაც თქვა, არ გვეშინიაო. ვის მხარეს იქნება ხაზარაძე, ხელისუფლების თუ ოპოზიციის ამის პროგნოზირება ძნელია, თუმცა, მასაც აქვს პრობლემები, არ ჰყავს გამოცდილი პოლიტიკური გუნდი მთთან ერთად იმუშაოს. ვნახოთ, მომავალში რა გუნდი ეყოლება და რა ნაბიჯებს გადადგამს. პირველი განცხადება, რომელიც გააკეთა, რომ შემოდგომაზე აპირებს მოძრაობის დაარსებას, შეიძლება სწორია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს განცხადება უნდა გაეკეთებინა შემოდგომაზე და თანაც მოეყოლებინა ის რასაც აპირებს, მოძრაობის შექმნა”, - დასძენს გამოცემა.

"ძაბირაძის აზრით, "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასმართლოს გადაწვყვეტილებაზე ბევრი მოსაზრება გამოითქვა, თუმცა, ჩემთვის მიუღებელია, ის კრიტიკული განცხადებები, რომელიც ამ სასმართლოს მიმართ გამოითქვა. სტრასბურგის სასამართლო იხილავდა მხოლოდ ქონებრივ დავას და მის კომპეტენციაში არ შედიოდა, გაეთვალისწინებინა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება, რაზედაც პრეტენზიები გამოითქვა. ჩემი აზრით, მკვეთრი განცხადებები ევროპული სასამართლოს მიმართ საზინაო იქნება თავად "რუსთავი 2"-ისთვის, თუ ადრე, მათი საქმე რომ გადაავადა, მაშინ სამართლიანი იყო, ახლა უსამართლოა? რაც შეეხება "რუსთავი 2"-ს პერსპექტივას, თუ ასეთი ერთიანი გუნდია ეს, არ გაუჭირდებათ შექმნან ახალი ტელევიზია, მაგრამ, ჩემი აზრით, რუსთავი 2"-მა უნდა გააგრძელოს მუშაობა, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, იყოს კრიტიკული და პრინციპული, მაგრამ მასაც, როგორც "ნაციონალურ მოძრაობას", სჭირდება რებრენდინგი, უნდა მოიხსნას აგრესიულობა და ყველაფრი შავ ფერებში არ უნდა შეღებონ“, - წერს სტატიის ავტორი.

ახალი საპენსიო სისტემა ნებაყოფლობით მონაწილეთა 63%-მა უკვე დატოვა!

“დაგროვებითი საპენსიო სისტემა 63%-მა დატოვა. საუბარია, 40 წელს გადაცილებულ იმ 200 ათას ადამიანზე, რომელიც ახალ სქემაში გაწევრიანდა, მაგრამ მათ სისტემის დატოვება უპრობლემოდ შეეძლოთ. საპენსიო სააგენტოში "რეზონანსს” განუცხადეს რომ მათ დეტალური მონაცემები არ გააჩნდათ, თუ რამდენი 40 წელს გადაცილებული ადამიანი მონაწილეობს რეფორმაში, თუმცა 1-ელ აპრილს მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია საწინააღდეგოზე მეტყველებს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ახალი საპენსიო სისტემა ნებაყოფლობით მონაწილეთა 63%-მა უკვე დატოვა! / რატომ მალავენ და არ ავრცელებენ რეალურ ინფორმაციას საპენსიო სააგენტოში?

"დაგროვებითი საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, სისტემა გაწევრიანებულთა 15%-მა დატოვა. აქ საუბარია იმ 850 000- ადამიანიდან გამოთვლილ მონაცემზე, რომლიც პირველი იანვრიდან გააწევრიანეს სისტემაში. აქედან გამოდის, 127 000-ზე მეტმა მოქალაქემ დაგროვებით პენსიაზე უარი განაცხადა. საპენსიო სააგენტოში 1-ელ აპრილს აცხადებდნენ, რომ ისეთი პირების რაოდენობა, რომელთაც 40 წელს სისტემის ამოქმედებამდე გადააბიჯეს, 200 000-ზე მეტი იყო. დღეს კი "რეზონანსს” სააგენტოში უთხრეს, რომ ასეთ ჩაშლილ სტატისტიკას ამ ეტაპზე არ ფლობენ და ბაზების დამუშავება მიმდინარეობს. თუკი მათ მიერ რამდენიმე თვის წინ გავრცელებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, გამოდის, რომ ვისაც კი უფლება ჰქონდა საპენსიო სქემა დაეტოვებინა, 63%-მა უკვე გადადგა ეს ნაბიჯი. გამოდის, რომ 40 წელს გადაცილებული დასაქმებულთაგან 2/3-მა უარი თქვა საპენსიო რეფორმაში მონაწილეობაზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

"საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან სურგულაძე მხოლოდ ზოგად სტატისტიკას იშველიებს. ამ ეტაპზე საპენსიო სააგენტოს სისტემაში 850 ათასი პირია გაწევრიანებული, ხოლო საპენსიო შენატანების სახით, ფონდში 285 მლნ ლარზე მეტია მობილიზებული. „285 მლნ ლარი - ესაა ფონდში მობილიზებული თანხა. ეს რიცხვი ყოველდღიურად მზარდია და მასზე სარგებლის სახით, უკვე 4 მლნ ლარზე მეტია დარიცხული. ამ დროისთვის საპენსიო სისტემა გაწევრიანებულთა 15%-მა დატოვა. საჯარო სამსახურიდან გასული დასაქმებულების რიცხვი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე - კერძოში დასაქმებულების. ეს ბუნებრივიც არის, რადგან კერძო სექტორიდან გაწევრიანებულების რიცხვი რამდენიმეჯერ მეტია", - განუცხადა "საქმის კურსს" სურგულაძემ, მაგრამ არ დააკონკრეტა, როგორია თანაფარდობა საჯარო და კერძო სექტორებში დასაქმებულებს შორის. სხვა მონაცემები კი ასე გამოიყურება. ამ ეტაპზე 55 000-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს რეფორმაში. აკუმულირებული თანხა მოიცავს 285 მლნ-ია. 11 ივლისის მონაცემებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა 40 წელს ზემოთ მყოფმა პარლამენტის 16-მა დეპუტატმა დატოვა. მათ შორისაა "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილიც. ასევე 14-მა ,,ევროპული საქართველოს” და ორმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა”, - განაგრძობს გამოცემა.

"საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია, სისტემასთან დაკავშირებით ისედაც ცნობილი იყო და ისინი მას მხარს არ უჭერდნენ რეფორმას, თუმცა გასულებიდან აღმოჩნდა ისეთიც, ვინც ამ კანონის მიღებას ხმა მისცა. ეს არის ფსევდო ნებაყოფლობითობა, - ასე აფასებს იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი საპენსიო სისტემას 40 წელს გადაცილებულთათვის. მისი ინფორმაციით, რეალურად დატოვების სურვილი ბევრად მეტ ადამიანს აქვს. ,,რეალურად 40 წელს ზემოთ ადამიანებისათვისაც, ეს ფსევდო ნებაყოფლობითობაა. სპეციალურად იყო შემუშავებული რთული სქემა, რომლის განხორციელებაც არ იყო მარტივი ბევრი ადამინისათვის. მაშინ, როცა ელექტრონულად გვარდება ყველაზე რთული საგადასახადო დეკლარირებებიც კი, აუცილებელი იყო სააგენტოში მისვლა, აუცილებლად პირადად დაწერა განცხადების. ასევე, რთული იყო დროის კონტროლიც, იყო რიგებიც. გარდა ამისა, ძალიან ბევრმა მიაქცია ყურადღება იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში არის შეტანილი სარჩელი, რომ არაკონსტიტუციურად სცნოს არანებაყოფლობითობის კომპონენტი ახალ საპენსიო რეფორმაში. თუკი ეს გადაწყვეტილება დადგა, ნებისმიერი ადამიანი დატოვებს სქემას მისი სურვილის მიხედვით. ძალინ ბევრს ვიცნობ ეკონომიკურ და იურიდიულ წრეებში, ვინც ამას ელოდება. ასე რომ, რეალურად დატოვების მსურველი ბევრად მეტია, ხოლო სანდოობა ბევრად დაბალი. მნიშვნელოვანია ისიც, 40 წელს ქვემოთ ადამიანებიდან მეტია დაქირავებით დასაქმებული თუ პირიქით. ამაზეც არ გვაქვს სრული ინფორმაცია, არადა ესეც ბევრ რამეს ცხადყოფდა", - აღნიშნა "რეზონანსთან" ჩარგეიშვილმა. ახალი საპენსიო სქემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად დაუბეგრავი ხელფასის 6 პროცენტი გროვდება. კანონის მიხედვით, 2 პროცენტი დასაქმებულის ხელფასიდან აკლდება, 2 პროცენტს დამსაქმებელი იხდის, დარჩენილი 2 პროცენტს კი - სახელმწიფო. 40 წლამდე სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა, ხოლო 40 წელს ზემოთ - ნებაყოფლობითი”, - წერს სტატიის ავტორი.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით