თბილისში ახალი ხიდები და ესტაკადები გაკეთდება

თბილისში რამდენიმე ხიდის და ესტაკადის გაკეთება იგეგმება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა, ასმათ აბესაძემ განაცხადა.

როგორც აბესაძემ აღნიშნა, ახალი ესტაკადა თამარ მეფის და სადგურის მოედნის მიმდებარედ გაკეთდება, ხოლო მარშალ გელოვანის გამზირს სამტრედიის ქუჩასთან ხიდი დააკავშირებს.

„მარშალ გელოვანის გამზირზე გაკეთდება ესტაკადა, „ვეფხი და მოყმესთან“ ჩამოსასვლელად. ასევე ხიდი იქნება სამტრედიის ქუჩაზეც, რომელსაც მარშალ გელოვანის კვანძი მიუერთდება. ასევე გვექნება საინტერესო ესტაკადებიც. ესტაკადა აუცილებლად იქნება ცოტნე დადიანის გამზირის ქალაქისთვის დასაკავშირებლად, რომელიც დღეს ძალიან გართულებულია. ვფიქრობთ, თამარ მეფის და სადგურის მოედნის მიმდებარედ ეს ესტაკადა გაკეთდეს. ეს გაუხმოვანებელი დეტალებია, მაგრამ კვანძი აუცილებლად მოეწყობა. ამაზე ვმუშაობთ. ქალაქს ხიდები აკლია, არ არის საკმარისი რაოდენობით და ამ ხიდებს მერია აუცილებლად დაგვიმატებს. ეს ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაციაა“, - განაცხადა აბესაძემ.

ასმათ აბესაძის ვრცელი ინტერვიუ შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა