ბათუმის ყოფილი მერის გიორგი ერმაკოვისა და სხვა მაღალჩინოსნების ადვოკატები სასამართლოს გირაოს შეფარდების მოთხოვნით მიმართავენ

ბათუმის ყოფილი მერის გიორგი ერმაკოვისა და სხვა მაღალჩინოსნების ადვოკატები ბათუმის საქალაქო სასამართლოს გირაოს შეფარდების მოთხოვნით მიმართავენ. დაკავებულებს გამოძიება სახელმწიფო ქონების გაფლანგვასა და სამსახურეობრივი უფლებამოსიების ბოროტად გამოყენებას ედავება.
საქმე ეხება ბათუმში ე.წ იაფი სახლის პროექტის მშენებლობას. როგორც წინასასამართლო სხდომაზე პროკურორებმა განაცხადეს, დაკავებულთა ნაწილს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეს.
პროცესის დაწყებამდე ერთ-ერთი ბრალდებულის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის არჩილ ვანაძის ოჯახის წევრებმა სასამართლოსთან აქცია გამართეს და ვანაძის გათავისუფლება მოითხოვეს. ვანაძის ოჯახის წევრები მის უდანაშაულობაზე საუბრობენ.
დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და სხვა მაღალჩინოსნები ორი თვის წინ დააკავეს.

























