სერგო მეთოფიშვილი - რამდენიმე ორგანიზაცია "ფეიკკვლევებს“ ატარებს, მათ შორის ერთ-ერთია ეკა გიგაურის ორგანიზაცია

ეკა გიგაურის ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა, სადაც ნახსენები იყო "რუსთავის 2"-ის საქმე. მაშინ მოდაში იყო ეს "რუსთავი2"-ის საქმე და ამ კვლევაში სასამართლო სისტემის ლაქად იყო ნახსენები. სტრასბურგის სასამართლომ დაამტკიცა, რომ

რუსთავის 2"-ის საქმეზე სასამართლო იყო სამართლიანი. დრო გავა და ისიც დამტკიცდება, რომ დღეს იუსტიციის საბჭო სრულიად კანონიერ პროცედურებს ატარებს მოსამართლეების შერჩევასთან მიმართებით,- ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დროს განაცხადა.

გასაუბრების დროს კანდიდატ ილონა თოდუას არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ჰკითხა, რა ინფორმაციას ფლობს სახალხო დამცველის კვლევაზე, რომლის თანახმად იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევისას გარიგებას აქვს ადგილი. სერგო მეთოფიშვილმა ითხოვ, რომ ჩაკითხვით ესარგებლა და აღნიშნა, რომ ზოგიერთი ორგანიზაცია ე.წ ფეიკ კვლევებს აწარმოებს.

"არსებობს რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც ჩემი აზრით, "ფეიკკვლევებს“ აწარმოებს. მათ შორის ერთ-ერთია ეკა გიგაურის ორგანიზაცია. .ამ ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა, სადაც ნახსენები იყო "რუსთავის 2"-ის საქმე.მაშინ მოდაში იყო ეს "რუსთავი2"-ის საქმე და ამ კვლევაში სასამართლო სისტემის ლაქად იყო ნახსენები. სხვათა შორის, ამ კვლევამ, ასე თუ ისე, რაღაც გავლენა იქონია. "ჩემი აზრით,ყველა "ფეიკკვლევის“ მიზანი არის რეალობა ყალბად წარმოაჩინოს და შექმნას საზოგადოებრივი აზრი. დღეს დადგინდა, რომ სამივე ინსტანციის სასამართლო სამართლიანად მოქმედებდა. მიღებული აქვს სამართლიანი გადაწყვეტილება. გიგაურის კვლევა, თავის დროზე ისე ატრიალეს, როგორც სასამართლოს ნაკლი და როგორც სასამართლო სისტემის ლაქა. დღეს ქალბატონი ნაზიბროლა კანდიდატებს ერთსა და იგივე კითხვას უსვამს და ატრიალებს ანალოგიურად აბსურდს, თითქოს რაღაც შეთქმულება იყო იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრთა შორის. პირადად, მე და დანარჩენი მოსამართლეებიც ვამბობთ, რომ - არა , მაგრამ ქალბატონი, ნაზი მაინც თავისას ატრიალებს.დრო გავა, საპირისპირო დამტკიცდება ისე, როგორც სტრასბურგმა დაამტკიცა "რუსთავი 2"-ის საქმეზე, რომ სასამართლო იყო მართალი, სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო. ისიც დამტკიცდება, რომ დღეს, იუსტიციის საბჭო სრულიად სამართლიან და კანონიერ პროცედურებს ატარებს. ~დარწმუნებული ვარ, რომ ეს უკვე დაამტკიცა სტრასბურმა. ძალიან მაინტერესებს, რას იტყვის ქალბატონი ნაზიბროლა და როგორი იქნება საზოგადოების აზრი. რას ფიქრობთ ამასთან მიმართებით თქვენ",- განაცხადა მეთოფიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ რაც უფრო მეტ დავას მოიგებს სახელმწიფო ევროსამართლოში, მით უკეთესი.

"ჩემთვის მთავარი და ღირებულია ის, რომ სახელმწიფოს, ქვეყანას არ დაუდგინდეს სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევა. კონკრეტულად რა საქმე იქნება, ამაზე არ ვაკეთებ აქცენტს. ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტ დავას მოიგებს ჩვენი სახელმწიფო ევროპის სასამართლოში, ეს ჩემთვის ძალიან ღირებული და ფასეული იქნება" - განაცხადა თოდუამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა