თორნიკე რიჟვაძე - უნდა დაფასდეს ჩვენი თითოეული პარტიული მხარდამჭერი და თანამებრძოლი

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, დაფასდეს თითოეული პარტიული მხარდამჭერი, როგორც ძველი გვარდია, ასევე ჩვენ გვეყოლება ძალიან ბევრი ახალი სახე”, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ტელეარხ 25-ის პირდაპირ ეთერში, “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აჭარის ორგანიზაციის ფორმირებასთან დაკავშირებულ ხედვებსა და გეგმებზე საუბრისას განაცხადა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, გააკეთებენ ყველაფერს, რომ განვლილი არჩევნების მსგავსად, მომავალშიც ხალხისგან მაღალი ნდობა და ლეგიტიმაცია მიიღონ.
“ჩვენ გვინდა უფრო ფართოდ გავუღოთ კარები ახალგაზრდებს პარტიულ ორგანიზაციებში და არამარტო. მათი ნიჭი, მათი მუხტი ასევე უნდა რეალიზდეს რეგიონის პროცესებში სხვადასხვა სფეროში” - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ გადაცემაში ”საზოგადოებრივი პოზიცია”.
ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

























