თელავის სასამართლოში 25 ივლისს სოფელ ყანდაურაში 5 ადამიანის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა გაიმართება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში 5 ადამიანის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა 25 ივლისს, თელავის რაიონულ სასამართლოში გაიმართება. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

სხდომაზე დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძის ადვოკატი მტკიცებულებების ბათილად ცნობას და დაკავებულის გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა გილერი ენდელაძემ განუცხადა, საქმის მასალებში ომარ გამყრელიძის წინააღმდეგ არც ერთი დასაბუთებული მტკიცებულება არ არსებობს, რისი გამოც საქმის შეწყბეტას ითხოვს.

გილერი ენდელაძე, რომელიც პარალელურად, ომარ გამყრელიძის შვილიშვილის ინტერესებსაც იცავს, აცხადებს რომ უმცროსი ომარ გამყრელიძეს გამოძიება საბრძოლო მასალის შენახვას ედავება, თუმცა ექსპერტიზამ დადგინა, რომ საბრძოლო მასალაზე მისი არც დნმ-ი და არც თითის ანაბეჭდები არ არის აღმოჩენილი.

"ომარ გამყრელიძის და მისი შვილიშვილის მიმართ პროკურატურას არცერთი საფუძვლიანი მტკიცებულება არ გააჩნია. სწორედ ამიტომ, ხვალ სასამართლოზე დავაყენებ შუამდგომლობას, რომ ორივე ბრალდებულის წინააღმდეგ გამოყენებული მტკიცებულებები ბათილად იყოს ცნობილი და დაკავებულებს ბრალდება მოეხსნათ. 85 წლის ომარ გამყრელიძის წინააღმდეგ არც ერთი მოწმე არ არსებობს, ვინც დაინახა, როგორ ეხმარება მკვლელს დანაშაულის ჩადენაში,ასევე არ არსებობს ფოტო ან ვიდეომტკიცებულბა. დაღვევით არის შედგენილი დანაშაულის ადგილის დათვალიერების ოქმი. ასევე, უსაფუძვლოდ არის დაკავებული ომარ გამყრელიძის შვილიშვილი, რომელსაც გამოძიება საბრძოლო მასალის შენახვას ედავება, თუმცა საინტერესოა რომ ამოღებულ საბრძოლო მასალაზე დაკავებულის დნმ არ აღმოჩნდა. ერთადერთი, ვინც ომარ გამყრელიძის წინააღმდეგ საუბრობდა, ფრიდონ გამყრელიძე იყო, რომელმაც აღელვების ნიადაგზე ომარ გამყრელიძის წინააღმდეგ მისცა ჩვენება. პოლიციამ კი ფრიდონ გამყრელიძის ჩვენება საკმარისად მიიჩნია და მომხდარიდან რამდენიმე საათში დანაშაული გახსნილად, ხოლო დანაშაულის ჩამდენი დაკავებულად გამოაცხადა .ხვალ მოვითხოვ ორივე დაკავებულის გათავისუფლებას“, - აღნიშა ადვოკატმა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ომარ გამყრელიძეს ცოლის, შვილის, რძლის და ნათესავის მკვლელობის ბრალდება მოეხსნა და ბრალის დაზუსტების შემდეგ, მას გამოძიება არა მკვლელობას, არამედ მკვლელობაში დახმარებას ედავება მკვლელობა მიმდინარე წლის 3 მაისს მოხდა. სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. რამდენიმე კვირის შემდეგ, დაჭრილი, რომელიც ომარ გამყრელიძის მეუღლე იყო, გარდაიცვალა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა