58 წლის მამაკაცი, რომელიც გორში Fashion Week-ის ორგანიზებისას მძიმედ დაშავდა, კლინიკაში გარდაიცვალა

58 წლის მამაკაცი, რომელიც გორში, Fashion Week-ის საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფისას მძიმედ დაშავდა, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. კლინიკა ,,გორმედის“ სტაციონარში პაციენტს ორი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში უტარდებოდა რეანიმაციული ღონისძიებები. ექიმები აცხადებდნენ, რომ მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

,,კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი. პაციენტი ორი დღის განმავლობაში მოთავსებული იყო რეანიმაციულ განყოფილებაში და ინტენსიურ რეჟიმში უტარდებოდა რეანიმაციული ღონისძიებები, თუმცა, დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, ცოტა ხნის წინ კი, გარდაიცვალა“, - განაცხადა რეანიმაციული დეპარტამენტის მორიგე ექიმმა მარინა მარიამიძემ.

მოდების ჩვენების ორგანიზებისას, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომელი იმ სატვირთოს ძარიდან გადმოვარდა, რომლითაც Fashion Week-ის ბანერი გადაჰქონდათ. დაცემისას მან ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა მიიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა