ლენტეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყდა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყდა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად მდინარე ჩოლშურა ადიდდა და სოფლები: დვრიში, ტვიბი და ესიერი გარესამყაროს მოწყდა. ლენტეხის გამგებლის ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად სოფლებთან დამაკავშირებელი გზა მთლიანად წაღებულია. ბადრი ლიპარტელიანის თქმით, სოფლებთან დამაკავშირებელი გზის აღდგენას დაახლოებით ორი დღე დასჭირდება. ადგილზე მუნიციპალიტეტის და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.