ძლიერმა წვიმამ წალენჯიხის მოსახლეობა დააზარალა

ძლიერმა წვიმამ წალენჯიხის მოსახლეობა დააზარალა

ძლიერმა წვიმამ წალენჯიხის მოსახლეობა დააზარალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ წალენჯიხის მერიაში განუცხადეს, ძლიერი წვიმის შედეგად ძირითადად ქალაქის მოსახლეობა დაზარალდა. მათივე ინფორმაციით, ჩახერგილია გზები, გაჭედილია საკანალიზაციო არხები და დატბორილია 15-მდე მოსახლის საკარმიდამო ნაკვეთი.

„ძირითადად ქალაქის მოსახლეობას აქვს პრობლემა. სახლში შეუვარდათ წყალი. შეტყობინება შემოვიდა სოფელ ეწერიდანაც, თანდათან შემოდის სხვა ზარებიც“, - ამბობენ მერიაში.