კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენის“ საცხოვრებელი კომპლექსის, „მწვანე ალმასის“ მეორე ეტაპის მცხოვრებლებისათვის კუთვნილი ბინების გადაცემის პროცესი დაიწყო.
კომპლექსის მობინადრეების ნაწილს კუთვნილი საცხოვრებელი ფართების გასაღები უკვე გადაეცათ და სულ მალე, ბინებში შესახლებასაც შეძლებენ.
საცხოვრებელი კომპლექსი - „მწვანე ალმასი“ სამ ეტაპს მოიცავს და ჯამში 70 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა გაშლილი. პროექტი, თბილისის ეკოლოგიურად სუფთა უბანში - დიღომში, ოლიმპიური ობიექტების მახლობლადაა განთავსებული.
„მაქრო კონსთრაქშენის“ ინფორმაციით, სამივე ეტაპის ჩათვლით, კომპლექსი ჯამში 23 საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს, რაც მთლიანობაში 1686 ბინას მოიცავს.
გარდა მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალით ნაგები ბინებისა, მობინადრეებისთვის ხელმისაწვდომია ღია საცურაო აუზები, კალათბურთისა და ღია სავარჯიშო სივრცეები, საბავშვო მოედნები, სასეირნო და სარბენი ბილიკები, კომერციული ობიექტები, საბავშვო ბაღი და სკოლა.
„მწვანე ალმასში“ განსაკუთრებული ყურადღება რეკრეაციულ ზონას დაეთმო, სწორედ ამიტომ, კომპლექსის 1/3 გამწვანებული ტერიტორიას წარმოადგენს.

კომპლექსის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, ბავშვები ჯანსაღ გარემოში გაიზარდონ. „მწვანე ალმასის“ მომავალმა მობინადრეებმა ია ციხელაშვილმა და ზაზა სოსელიამ შვილებთან, ანასა და ნიკოლოზთან ერთად თავიანთი კუთვნილი ბინა უკვე დაათვალიერეს.
როგორც ისინი აღნიშნავენ, „მწვანე ალმასის“ კომპლექსი ხარისხისა და ჯანსაღი გარემოს ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვენლოვანი იყო გვეცხოვრა ისეთ გარემოში, რომელიც იქნებოდა მყუდრო, უსაფრთხო და, რა თქმა უნდა, ჯანსაღი. ასევე, გვინდოდა ბავშვებს ჰქონოდათ მხიარული გარემო. ძალიან გაგვიმართლა, რადგან „მწვანე ალმასი“ სწორედ ის ადგილია, რომელიც ამ ყველაფერს აერთიანებს”, - აღნიშნა ია ციხელაშვილმა.
კომპანია „მაქრო კონსთრაქშენმა“ შეიმუშავა Smart Living კონცეფცია, რომელიც ერთ, ეკოლოგიურად სუფთა, გამწვანებულ სივრცეში კომფორტულად ცხოვრებას გულისხმობს.
„მწვანე ალმასში“ საცხოვრებელი ბინების გადაბარების პროცესი გრძელდება. კომპანიის ინფორმაციით, ბინების რაოდენობა უკვე შეზღუდულია, თუმცა მათი ნაწილი ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია.
(R)