ანონსი  26 ივლისი

26 ივლისს, 10:30 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

26 ივლისს, 11:00 საათზე, პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე “მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

26 ივლისს, 11:00 საათზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ახალი ცენტრი და შემეცნებით-გასართობი ატრაქციონი „თოკების პარკი“ გაიხსნება. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე კატალინ გერმანი გახსნიან.

26 ივლისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საფინანსო საკითხების ექსპერტის, პროფესორ გიორგი ცუცქირიძის პრესკონფერნცია გაიმართება.

თემა: რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების სუბსიდირება. TBC ბანკის საქმე. ლარის ახალი ანტირეკორდი.

მის.: წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო: 593 53 45 24

26 ივლისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტის, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების სუბსიდირება. ლარის ახალი ანტირეკორდი. გაძვირებული საწვავი

მის.: წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო: 593 53 45 24

26 ივლისს, 12:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს შეხვდება. შეხვედრა შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებულ პროცედურებს.

პარლამენტი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N314 (C კორპუსი, III სართული)

26 ივლისს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრები ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე და კობა ნარჩემაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლებს დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს შეხვდებიან.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

26 ივლისს, 13.45 საათზე, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი პროექტ - „არაფორმალური განათლების ფორუმი კაბადოკიაში“ დასკვნითი ღონისძიების მონაწილეებს მასპინძლობს.

მის: სამღერეთის ქ. N 5

26 ივლისს, 14:00 საათზე, ჭავჭავაძის ცენტრის პროექტის, "საღი აზრი: სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ" ფარგლებში გორში პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.

მის: გორი - EECMD-ის (ყოფილი ნიმდი) ოფისი

საკონტაქტო პირი: მარიამ გერსამია - +995 577 171 107

26 ივლისს, 14:00 საათზე, თეთრიწყაროში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის სასოფლო-სამურნეო აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას დაესწრება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე, კატალი გერმანი.

საკონტაქტო პირი: 599 94 00 04

26 ივლისს, 14:00 საათზე, სამშენებლო უსაფრთხოების თემაზე კონფერენცია სახელწოდებით - „შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში“ გაიმართება. ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაესწრება.

მის: ტექნოპარკი, ინოვაციების ქუჩა 7

საკონტაქტო სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70

26 ივლისს, 15:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში, „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრების ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება. თემა: პოლიტიკური დევნა და შერჩევითი სამართალი.

საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

26 ივლისს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ცენტრ პოინტის“ საქმეზე პროცესი გაიმართება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს