მალხაზ მაჩალიკაშვილი - ჩემს პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობდნენ

დღეს მქონდა იმის სახსრები, რომ მეყიდა კარავი, ხვალ ფულს მეორე კარვისთვის როგორმე მოვიძიებ და პირდაპირ გავშლი ივანიშვილის ეზოსთან - ამის შესახებ პარლამენტის შენობის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც აქციის მონაწილეებმა კარავი გაუშალეს.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, კარვის დადგმაში კანონსაწინააღმდეგო არაფერია და იგი ხვალ კარავს ბიძინა ივანიშვილის ეზოსთან დადგამს.

"დღეს ყველა ვხედავდით, რომ კანონით მონიჭებულ უფლებებს მართმევდნენ. მოკლედ რომ ვთქვა, ეს იყო ჩემი პროვოკაციაზე წამოგების მცდელობა. ახალგაზრდებისა და ყველა კეთილი ადამიაანის თანადგომით კარავი დაიდგა, კანონის საწინააღმდეგო არაფერი არ მომხდარა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია კარავი დადგას და გამოხატოს მშვიდობიანი პროტესტი. კარვებს არანაირი ვადები არ აქვს, სანამ მე ვითხოვ სამართალს“, - აცხადებს მაჩალიკაშვილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია