პარლამენტის თავმჯდომარემ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ასი წლის იუბილე მიულოცა

დაარსებიდან 100 წელი ნამდვილად ნიშნავს, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახური არის ინსტიტუციონალიზებული და დროის და ისტორიისტესტი ამ ინსტიტუციამ ჩააბარა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ასი წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ სამსახურის თანამშრომლებს საიუბილეო თარიღი მიულოცა და მათი საქმიანობის მაღალ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„სტატისტიკის ეროვნული სამსახური 100 წლისაა! საქართველოს პარლამენტის სახელით მადლობას ვუხდი სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და მის ხელმძღვანელს გაწეული სამუშაოსთვის.

სანდო სტატისტიკური მონაცემებით სახელმწიფო ესაუბრება არამხოლოდ თავის მოქალაქეებს, არამედ ცივილიზებულ მსოფლიოს, რომელიც ყოველდღიურად იღებს გადაწყვეტილებებს ვისთან ითანამშრომლოს, სად ჩადოს ინვესტიცია, რომელ ქვეყანასთან ჰქონდეს სავაჭრო ურთიერთობები და ტურიზმი. სტატისტიკური მონაცემების შექმნა დიდი პასუხისმგებლობაა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.​

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს