ქვემო ქართლის საკრებულოს თანამშრომლებთან გენდერულ საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა ნინო წილოსანმა და დიმიტრი ცქიტიშვილმა ქვემო ქართლის საკრებულოებისადგილობრივ საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, პარლამენტის წევრებმა შეხვედრაზე 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრეს და ყურადღება ქალთა პოლიტიკურ პროცესებში და ეკონომიკურ საქმიანობებში ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. ნინო წილოსანმა შეხვედრის მონაწილეებს სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ მომზადებული კვლევის შედეგები გააცნო და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

„გენდერულ საკითხებზე ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა ყოველთვის საინტერესოა. მსგავსი ფორმატის შეხვედრებზე ჩვენ ვსაუბრობთ როგორც ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას გენდერული კუთხით მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს ვაცნობთ“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა. მანვე შეხვედრის მონაწილეებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით გენდერული საბჭოს მიერ გაწულ საქმიანობაზე ინფორმაცია წარმოადგინა.

პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა პარლამენტის გენდერული საბჭოს გეგმებზე და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც გენდერულ საკითხებს უკავშირდებოდა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო და ადგილობრივი თვითმმართველობების ანალოგიური საბჭოები მუდმივ კომუნიკაციაში იყვნენ და შესაძლებლობის ფარგლებში ერთობლივი ღონისძიებები განახორციელონ.

შეხვედრა ინტერაქტიულად, დისკუსიის ფონზე წარიმართა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გენდერული ბიუჯეტირების, ანაზღაურებებს შორის გენდერული სხვაობის საკითხებით, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა როლის გააქტიურების და ცნობიერების ამაღლების თემებით დაინტერესდნენ. ღონისძიებაზე მოწვეული საზოგადოების შეკითხვებს პარლამენტის წევრებმა უპასუხეს და გარკვეული რეკომენდაციები გააცნეს.

ქვემო ქართლის საკრებულოების ადგილობრივ საბჭოებთან პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრების შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს