ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიას კვლავ ებრძვიან

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიას კვლავ ებრძვიან. ორდღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად ლენტეხის მუნიციპალიტეტში კვლავ პრობლემებია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ჩახერგილია გზები, წაღებულია ხიდები, დატბორილია სავარგულები. მათივე ინფორმაციით, სტიქიამ ლენტეხის მუნიციპალიტეტის ათი სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა.
„მიუხედავად რთული მეტეოროლოგიური პირობებისა, დილიდან თითქმის ყველა ლოკაციაზე მობილიზებული იქნა ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები”,- განაცხადა ლენტეხის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა.
ამ დროისთვის რამდენიმე სოფელი გარესამყაროსთან კონტაქტს მხოლოდ საფეხმავლო გზებით ახერხებს.

























