„ჯორჯიან მანგანეზის“ ორგანიზებით, ჭიათურაში ლერი მიქელაძის სახელობის ტურნირი გაიმართა

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კაცხის სვეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, წელს უკვე მეორედ, ბუნებრივ კლდეზე ცოცვაში ლერი მიქელაძის სახელობის ყოველწლიური ტურნირი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნულია, ტურნირში ლენტეხის, ნიქოზის, თბილისის, ქუთაისისა და ჭიათურის მეკლდეურთა გუნდები მონაწილეობდნენ.

„სპორტული ღონისძიების ინიციატორი მეკლდეურთა ეროვნული ფედერაცია, ხოლო სპონსორი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ იყო. ტურნირში ლენტეხის, ნიქოზის, თბილისის, ქუთაისისა და ჭიათურის მეკლდეურთა გუნდები მონაწილეობდნენ - სულ 31 სპორტსმენი. კლდეზე ცოცვის ფესტივალში პირველი ადგილი გოგონებში - ნუცა თვაურმა, ბიჭებში კი გიგა ჯანხოთელმა დაიკავეს. გოგონათა შორის გამარჯვებულს ლერი მიქელაძის სახელობის გარდამავალი თასი (მიქელას თასი) გადაეცა. ამასთან, ორგანიზატორებისგან პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებმა სამახსოვრო თასი, მედლები, სიგელები და ფულადი პრიზები მიიღეს“, - აღნიშნულია „ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციაში.

როგორც მეკლდეურთა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მირზა ლიპარტელიანმა განაცხადა, ტურნირი 2007 წლის შემდეგ, უკვე მეათედ ტარდება.

„ტურნირი წელს კიდევ უფრო მასშტაბური გახდა. უკვე მეორე წელია, რაც პროექტს „ჯორჯიან მანგანეზი“ აფინანსებს და ორგანიზებასაც თავად უწევს. მინდა, ამისთვის მათ მადლობა გადავუხადო. ამ კომპანიის დამსახურებით, ჭიათურაში სფეროს მიმართ ინტერესი უფრო გაიზარდა და წელს საკმაოდ ბევრი მონაწილეც გვყავდა. ამასთან, სპორტის ამ სახეობით ადგილობრივი მუნიციპალიტეტიც დაინტერესდა. აღსანიშნავია, რომ წელს ჭიათურაში ადგილობრივი გუნდიც შეიქმნა“, - აღნიშნა მირზა ლიპარტელიანმა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლის გელა ბუზალაძის განცხადებით კი, სპორტის ამ სახეობის მხარდაჭერა რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვისაც უმნიშვნელოვანესია.

„ჩვენი კომპანია მომავალშიც აუცილებლად გააგრძელებს პროექტის მხარდაჭერას. სპორტის ეს სახეობა რეგიონისთვის ისტორიულად მნიშვნელოვანი იყო და არის. მოხარული ვარ, რომ "ჯორჯიან მანგანეზს" რეგიონის ტრადიციების გაგრძელების შესაძლებლობა მიეცა და სიამოვნებით დავუჭირეთ მხარი ამ სასიკეთო პროექტს“, - აღნიშნა გელა ბუზალაძემ.

სპორტულ ღონისძიებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი, გივი მოდებაძე და მაჟორიტარი დეპუტატი, სულხან მახათაძეც დაესწრნენ.

ტურნირის მხარდამჭერი ასევე კომპანია „ზედაზენი“ იყო, რომელიც მეკლდეურებს ლუდით გაუმასპინძლდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა