აბაშის მუნიციპალიტეტის მერი საზოგადოება „აბაშელის“ წევრებს შეხვდა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია, მერიის საკონფერენციო დარბაზში, საზოგადოება „აბაშელის“ წევრებს შეხვდა.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერის ლევან მაკალათიას თქმით, აბაშის მუნიციპალიტეტის ცენტრში, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, ეროვნული გმირების ძეგლები დაიდგმება.

„აბაშის მუნიციპალიტეტის ცენტრში, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, ეროვნული გმირების ძეგლები დაიდგმება. ამ მიმართულებით მალე დაიწყება მუშაობა. შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც საზოგადოება „აბაშელთან“ ერთად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან და სპეციალისტებთან ითანამშრომლებს, რათა საერთო აზრის გათვალისწინებით, თითოეული აბაშელის სურვილი ასრულდეს, ამ ფორმით გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული და პატივისცემა ეროვნული გმირებისადმი“, - განაცხადა ლევან მაკალათიამ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, შეხვედრაზე, რომელსაც „აბაშელებთან“ ერთად მერიის სხვადასხვა სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ, განიხილეს ეროვნული გმირების, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ძეგლების შექმნასა და დადგმასთან დაკავშირებული დეტალები.

მათივე ინფორმაციით, ეროვნული გმირების ძეგლები ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე დაიდგმება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა