პრემიერ-მინისტრი დუშეთის ისტორიული უბნების რეაბილიტაციის პროექტს გაეცნო

დუშეთის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, დაგეგმილ პროექტებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დღეს ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრა.

„პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აშენებულ 40 სახლს, რომელთაგან 24-ს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარს აღემატება. ამასთან, მიმდინარეობს დუშეთის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია“, - აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები დუშეთს ადგილობრივი მოსახლეობისთვის კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველ ქალაქად აქცევს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ტურისტულ ფუნქციას შესძენს.

„დღეს დავათვალიერეთ ცენტრი, სადაც მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2020 წლის ივნისს დავასრულებთ სამუშაოებს და მოსახლეობას ვპირდებით, რომ ეს ადგილი იქნება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი საქართველოში. ამ რეგიონს აქვს ძალიან უნიკალური ტურისტული პოტენციალი, შესაბამისად, აღნიშნული პროექტების განხორციელება ძალიან მნიშნველოვანია, რაც შეიძლება მოკლე ვადებში, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ მეტი ეკონომიკური სარგებელი მიიღოს. ჩვენ ამ პროექტების რეალიზაციაში მსოფლიო ბანკი გვეხმარება. მოგეხსენებათ, რომ მთის განვითარება წარმოადგენს ჩვენი ხელისუფლების ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტს. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კანონის მიღების შემდეგ. ჩვენ აქტიურად დავიწყეთ ინტერნეტიზაცია, ჩვენი ამოცანაა ყველა დასახლებაში მივიყვანოთ ინტერნეტი. ინტერნეტის განვითარების გარეშე ეს ულამაზესი ადგილები ვერ შეძლებენ თავიანთი ტურისტული პოტენციალის სრულფასოვან ათვისებას. ძალიან მნიშვნელოვანი გზა გაიჭრა სოფელ არხოტამდე. წლების განმავლობაში სოფელი მოწყვეტილი იყო გარესამყაროს. მას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის და აქვს ამასთანავე უნიკალური ტურისტული პოტენციალი“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თორნიკე შარაშენიძე  - „ოცნებას“ სურს ხელისუფლებაში მესამე ვადითაც დარჩენა და ამისთვის სიტუაციას ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2019
მიხეილ უკლება - ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დაბალანსდება შავი ზღვის რეგიონში გლობალური და რეგიონალური მოთამაშეების ინტერესები
კომპანიამ Aviabiletebi.org მობილური აპლიკაცია ანდროიდის სისტემაზეც განაახლა
SS.ge-ში გუგლის სერვისების ინტეგრაცია მოხდა
Cushman and Wakefield Georgia-ს კვლევის მიხედვით "გალერია თბილისი" თბილისის საუკეთესო სავაჭრო ცენტრად დასახელდა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-მა სს „ნიკორას“  BB- რეიტინგი მიანიჭა, სს „ნიკორა ტრეიდს“ B+ რეიტინგი დაუდასტურა