დედოფლისწყაროში ხანძრების პრევენციულ ღონისძიებებზე იმსჯელეს

სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთების გადაწვის მავნე პრაქტიკასა და მის პრევენციულ ღონისძიებებზე იმსჯელეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ნუგზარ პაპიაშვილმა და სამინისტროს მიერ მოწვეულმა სპეციალისტებმა ადგილობრივ ფერმერებს ის საკანონმდებლო ინიციატივები გააცნეს, რომელთა განხორციელებაც ახლო მომავალში იგეგმება. მათი განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვნად შეამცირებს ხანძრების რაოდენობას და დაიცავს ქარსაფარ ზოლებს.

„აღინიშნა, რომ ასევე იგეგმება არსებული რეგულაციების გამკაცრება. კერძოდ, მოხდება ჯარიმების გაზრდა, ხოლო ფერმერებს ქარსაფარი ზოლების მოვლა-პატრონობის ვალდებულება დაეკისრებათ . ამასთან, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს ადგილზე განახორციელებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დედოფლისწყაროელმა ფერმერებმა საკანონმდებლო ინიციატივებზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხები მიიღეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა