შეკვეთილში, ივანიშვილის სახლთან მიმდინარე აქციის მონაწილე - აქციის შედეგად გამოწვეული ხმაურის გამო, პოლიციაში დაგვიბარეს

შეკვეთილში მიმდინარე აქციის მონაწილეები ოზურგეთის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე არიან დაბარებული,- ამის შესახებ აქციის მონაწილეებმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს.

მათი ინფორმაციით, სამართალდამცავებმა გამოკითხვაზე იმიტომ დაიბარეს, რომ შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან ხმაურს იწვევენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა ადამია ამბობს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით აქციები კვლავ გაგრძელდება.

„აქციის შედეგად გამოწვეული ხმაურის გამო, ოზურგეთის პოლიციის განყოფილებაში დაგვიბარეს. ამ წუთებში მივდივართ გამოკითხვაზე. ჩვენ არ გავჩერდებით, აქციებს გავაგრძელებთ, ვიდრე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან არ გადადგება. გამოკითხვაზე მივდივართ, მე ლაშა ადამია და ასევე ჩემი მეგობრები ანრი გუბაევი, ხათუნა ბერიძე, ბონდი თედორაძე და გია ხალვაში",- განაცხადა ლაშა ადამიამ.

შეგახსენებთ, რომ შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქცია თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?