ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 15 სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზესტაფონში მუნიციპალიტეტში ქალაქის 3 და სოფლის 12 სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციის ფარგლებში, შენობის სახურავის, კარ - ფანჯრების, სველი წერტილების და გათბობის სისტემის აღდგენა განხორციელდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სკოლებში კეთილმოწყობის სამუშაოები მერის მოადგილე დავით მაღრაძემ და მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად დაათვალიერეს. სკოლების რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე ეცნობიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებიც.

მიმდინარე წელს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - რეაბილიტაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა.

2019 წელს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ( ESIDA) ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა.

ასევე მიმდინარეობს ზედა საქარის სკოლის მშენებლობა. ზედა საქარის საჯარო სკოლის კორპუსი, 300 მოსწავლეზეა გათვლილი და მისი მშენებლობა 2020 წელს დასრულდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა