სამშენებლო უსაფრთხოების თემაზე მობილური აპლიკაცია - „მშენებლობის უსაფრთხოება“ შეიქმნა

სამშენებლო უსაფრთხოების თემაზე მობილური აპლიკაცია - „მშენებლობის უსაფრთხოება“ შეიქმნა. როგორც „ინტერპრესნიუსს" ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ განუცხადა, ახალი პროგრამა წარმოადგენს დამხმარე საშუალებას, რომელიც სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებისა და უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით შეიქმნა.

„ამ მობილურ აპლიკაციაში არის ინფორმაცია ყველა იმ ტექნიკური რეგლამენტის, რეგულაციების, უსაფრთხოების ნორმების შესახებ, რომლებიც სამშენებლო სექტორში დამსაქმებელმა და დასაქმებულმა უნდა დაიცვას. მაქსიმალურად მარტივი ენითაა ახსნილი საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნები“, - აცხადებს თამარ ბარკალაია.

მისივე თქმით, მობილური აპლიკაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტისა და GIZ PSD TVET-ის თანამშრომლობით შეიქმნა და ის სამშენებლო ინდუსტრიაში უბედური შემთხვევის დაზღვევასა და პრევენციაზე უფლებამოსილი სადაზღვევო ინსტიტუტის (BG BAU) მობილური აპლიკაციის ქართულ ვერსიას წარმოადგენს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა