სოფელ ბობნევში „საზაფხულო ბანაკი 2019“ გაიხსნა

„საზაფხულო ბანაკი 2019“ სოფელ ბობნევში გაიხსნა, სადაც 200 ბავშვი გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით დაისვენებს. მერია პროექტს 31 550 ლარით აფინანსებს. 12-დან 16 წლამდე მოზარდებს ბანაკი ოთხ ეტაპად უმასპინძლებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, „საზაფხულო ბანაკი 2019“ ბობნევში, მოზარდები საველე პირობებში კარვებში ცხოვრებას სწავლობენ. ასევე ეწყობა ლაშქრობები, ტარდება სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები.

მათივე ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი ბანაკში ბავშვებს შეხვდნენ და სპორტულ აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.

„საზაფხულო ბანაკი 2019“ ატენის ხეობაში, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ასოციაცია „ტონთიოს“ თანადაფინანსებით გაიხსნა.

მომდევნო ჯგუფებში მოხვედრის მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება.

მოზარდების შერჩევა კონკურსის წესით ხორციელდება. კონკურსი ორ ეტაპს ითვალისწინებს: აპლიკაციების გადარჩევა და გასაუბრება. უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი, დევნილი ოჯახებისა და ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრებ მოზარდებს.

ბანაკში დასვენების მსურველმა ბავშვებმა უნდა წარმოადგინონ:

შევსებული აპლიკაცია, მშობლის თანხმობის წერილთან ერთად იხ: https://drive.google.com/…/14B_RPCHR9M5hwsv4vs4tDhvw4…/view…

დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი;

ცნობა ჯანმთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა N 100.

სასურველია დოკუმენტაციას დართული ჰქონდეს:

რეკომენდაცია სასწავლებლიდან;

არასამთავრობო ორგანიზაციიდან;

მიღებული სერტიფიკატები;

ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან.

აღნიშნული დოკუმენტაცია დასკანერებული სახით ელექტრონულად უნდა გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე:Youthgori2019@gmail.com ან მოიტანოთ გორის მერიაში ახალგაზრდულ განყოფილებაში. საკონტაქტო პირი -598121718“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა