მესტიის მერია - პირველადი დათვალიერებით, ლეხზირის ხეობაში სტიქიის მსგავსი მასშტაბებით განმეორების საშიშროება აღარ არსებობს

სვანეთში, ლეხზირის ხეობაში პირველადი დათვალიერებით სტიქიის მსგავსი მასშტაბებით განმეორების საშიშროება აღარ არსებობს, - ამის შესახებ ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდროლოგებმა, გეოლოგებმა და გლაციოლოგებმა ვერტმფრენით დაათვალიერეს და გაეცნენ ლეხზირის ხეობაში არსებულ ვითარებას. მათთან ერთად იმყოფებოდნენ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები. პირველადი დათვალიერებით სტიქიის მსგავსი მასშტაბებით განმეორების საშიშროება აღარ არსებობს. ამ დროისთვის ხეობაში რჩება გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი, რომელიც დეტალურად შეისწავლიან არსებულ მდგომარეობას.

ამასთან, სტიქიის ზონაში იმყოფებიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი , საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, რომლებიც სს “სვანეთი ჰიდროს” წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე ეცნობიან ლეხზირის ხეობაში 25 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგებს.

სტიქიის ზონაში დილიდან გაწმენდით სამუშაოებს ატარებს სპეციალური ტექნიკა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა