თბილისის საქალაქო სასამართლო ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს იმსჯელებენ.

სასამართლო სხდომა 18:00 საათზეა დანიშნული. ამავე სხდომაზე იმსჯელებენ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული კიდევ ორი პირის, გიორგი ჯავახიშვილისა და თორნიკე დათაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.

აღნიშნულ პირებს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინათ. ირაკლი ოქრუაშვილს კი ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა. მისი ადვოკატის განცხადებით, საქმეში არსებულ მტკიცებულებეში იმ ვიდეომასალის გარდა, რასაც ბრალდება ეყრდნობა, მხოლოდ პოლიციისა და სპეცრაზმელთა ჩვენებებია. ოქრუაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ირაკლი ოქრუაშვილი და დანარჩენი პირები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

გამოძიების ინფორმაციით, პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას.

20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე სულ 19 პირია დაკავებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა