არაოფიციალური ინფორმაციით, თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა

არაოფიციალური ინფორმაციით, თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

სამაშველო ღონისძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ თუშეთში, ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს მოხდა, რა დროსაც ომალოს მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსში 12 ადამიანი იმყოფებოდა. შსს-ს ინფორმაცით, სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. თბილისიდან, ასევე გაემგზავრნენ დამატებითი სამაშველო ჯგუფები და სამედიცინო პერსონალი.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ერთ-ერთი პირი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. დაშავებული 40 წლამდე მამაკაცია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა