ხატია დეკანოიძე ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებაზე - ეს არის პოლიტიკური დაპატიმრება და პოლიტიკური რეპრესიები

ჩემი შეფასება არის მხოლოდ ერთი, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დაპატიმრება და პოლიტიკური რეპრესიები, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის და აქციაზე დაკავებულ პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას.

„ნიშანდობლივია ის, რომ ოქრუაშვილმა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა, ეს ეხებოდა პირველ რიგში “რუსთავი 2”-ის საქმეს.

ოქრუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პრაქტიკულად ჩვენებები და საქმეები იკერებოდა, საქართველოს პროკურატურაში, რაც არის რეალურად იმისი დასტური, როგორ არის პროკურატურა ივანიშვილის ხელში.

რაც შეეხება ოქრუაშვილისთვის და კიდევ ორი პირისთვის პატიმრობის მისჯას, ეს არის აბსურდი იმიტომ, რომ ყველა ის კადრი, რომელიც გამოქვეყნებული იყო, არც ერთ სამართლებრივ განზომილებაში არ ჯდება. პირდაპირ გამოცხადებული პოლიტიკური რეპრესიების ქრონიკაა, რაც ჩვენ ივანიშვილმა გამოგვიცხადა“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა