თუშეთში ავარიის დროს დაშავებული ორი  მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

თუშეთის გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ორი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდათ მკურნალობა. ერთმა ახალგაზრდამ სამედიცინო დაწესებულება შებამისი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ გვიან ღამით დატოვა.

რაც შეეხება მეორეს,რომელმაც სატვირთოდან გადმოხტომის დროს მენჯბარძაყის დაზიანება მიიღო, ის მთელი ღამის განმავალობაში მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. თელავის რეფერალური სავადმყოფოს,დირექტორის ხათუნა ჭონიაშვილის განცხადებით, ის დღის განმავლობაში დატოვებს სტაციონარს.

"თავდაპირველად სასწრაფოს დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა მამაკაცი, რომელსაც დიაგნოატიკური და კლინიკური ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა, აღენიშნებოდა ყელის, მენჯბარძაყის დაზიანებები და დაჟეჟილობა. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა პრევენციის მიზნით ღამე სტაციონარში გაატარა. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მან მკურნალობიდან რამხენიმე საათში დატოვა საავადმყოფო“, - აღნიშნა ხათუნა ჭონიაშვილმა.

„კამაზის“ მარკის ავტომანქანა, რომელშიც 12 ადამიანი იმყოფებოდა, თუშეთის გზაზე ხევში გადავარდა. 5-მა ადამიანმა გადმოხტომა მოახერხა. ბოლო მონაცემებით, ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ოჯახის სამი წევრი - მამა და ორი შვილი. დაღუპულია მძღოლიც. 2 ადამიანი სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

მომხდარზე,გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა