ელიზაბეთ რუდი მყინვარწვერზე ავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი მყინვარწვერზე ავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს და სოციალურ ქსელში, მყონვარწვერზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. .

„მისია შესრულებულია! ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი მყინვარწვერზე ავიდა. მადლობას ვუხდით ყველას შესანიშნავი რჩევებისთვის ყაზბეგის შესახებ. კიდევ მოგვწერეთ“, - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს Facebook გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, აქტიურად არის ჩართული კამპანიაში #spendyoursummeringeorgia, სადაც ამერიკის მოქალაქეებს საქართველოში ვიზიტისკენ მოუწოდებს, ბოლო რამდენიმე კვირაში, ის ასევე აქტიურობს უცხოურ მედიასაშუალებებთან, სადაც საქართველოს შესახებ მის შეხედულებებზე საუბრობს და განმარტავს, თუ რატომ არის საქართველო მისთვის განსაკუთრებული ადგილი.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია