თუშეთში ავტომანქანის ხევში გადავარდნისას დაღუპული 6 ადამიანის ცხედარი ნაპოვნია, 1 მოქალაქეს მაშველები ამ დრომდე ეძებენ

თუშეთში ავტომანქანის ხევში გადავარდნისას დაღუპული 6 ადამიანის ცხედარი ნაპოვნია, 1 მოქალაქეს მაშველები ამ დრომდე ეძებენ

თუშეთში, ფშაველი-ომალოს გზაზე, გუშინ, 27 ივლისს მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად გარდაცვლილი 6 ადამიანის ცხედარი ნაპოვნია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშროლები ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ, მაშველები კიდევ ერთ პირს ეძებენ. სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკაც.

გუშინ, „კამაზის“ მარკის ავტომანქანა, რომელშიც 12 ადამიანი იმყოფებოდა, თუშეთის გზაზე ხევში გადავარდა. 5-მა ადამიანმა გადმოხტომა მოახერხა. ბოლო მონაცემებით, ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ოჯახის სამი წევრი - მამა და ორი შვილი. დაღუპულია მძღოლიც. მომხდარზე,გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო: