ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე  მომხდარი ტრაგედის გამო, „თუშეთობა“ აღარ გაიმართება

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გუშინ მომხდარი ტრაგედის გამო, „თუში მეცხვარის დღე – თუშეთობა“ აღარ გაიმართება. ამის შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სოფელ ომალოში 3 აგვისტოს დაგეგმილი, ტრადიციული სახალხო დღესასწაული გაუქმდა.

„3 აგვისტოს, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, თუშეთის სოფელ ომალოში დაგეგმილი იყო ტრადიციული ღონისძიების ჩატარება, მაგრამ გუშინ მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო, ღონისძიება აღარ ჩატარდება. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილთა ოჯახებს“, – ნათქვამია განცხადებაში

. ტრადიციული სახალხო დღესასწაული „მეცხვარის დღე – თუშეთობას ,ყოველწლიურად სოფელ ომალოში აღნიშნავენ. სადაც სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები იმართება.

შეგახსენებთ,ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გუშინ, 27 ივლისს, „კამაზის“ მარკის ავტომანქანა, რომლითაც 12 ადამიანი მგზავრობდა, ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად გარდაიცვალა 6 ადამიანი, 3 კი დაშავდა. ერთ მოქალაქეს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა