ქუთაისში 27-ე სკოლის ყოფილ შენობაში ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში 27-ე სკოლის ყოფილ შენობაში ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, სკოლის ყოფილ შენობაში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად ყოფილი 27-ე საჯარო სკოლის შენობაში რამდენიმე ათეული კვადრატი ფართობი დაიწვა

. ცეცხლის ჩაქრობას სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ნახევარი საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.