თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახალი საწარმო გაიხსნა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯორჯიაშვილში ხორცის ნახევარფაბრიკატების დამამზადებელი საწარმო და სწრაფი კვების ობიექტი „ჩება“ გაიხსნა. თეთრიწყაროს მერიის ინფორმაციით, საწარმოო ობიექტი, თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ და ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსათვის (RDFG) თავმჯდომარემ - ვანო გრიგოლაშვილმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

საწარმო „ჩება“, ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში, ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ, მიმდინარე პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ პირველი საგრანტო კონკურსის შედეგად დაფინანსებული ერთ-ერთი პროექტია. სრული ინვესტიცია 262 640 ლარს შეადგენს, აქედან 30% - მეწარმის თანადაფინანსება, ხოლო 70 % - პროექტის პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიღებულ გრანტია. სამომავლოდ იგეგმება წარმოების გაფართოება. ობიექტზე 15-მდე ადამიანი დასაქმდება.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში, ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) წარმატებით დაასრულეს სოფლის განვითარების საგრანტო პროგრამის ორი ფაზა, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდა 65 სოფლის განვითარების პროექტი, რომელთა ღირებულებამაც ჯამში 5 მლნ ლარი შეადგინა (თანხის 35% პროცენტი ბენეფიციართა თანამონაწილეობაა) შერჩეული სოფლის განვითარების პროექტები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის 300-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის, დასაქმებულთაგან 40% კი ქალი იქნება.

პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ მიზნად ისახავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითრების ჯგუფების ქსელთან (VVGT).

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა