ზესტაფონში, სოფელ ილემის გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ზესტაფონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რეაბილიტაცია როგორც ქალაქის, ასევე სოფლის გზებს უტარდება. მუნიციპალიტეტის დაკვეთით, გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ილემში, პროექტის მიხედვით, 1 კმ - მდე მონაკვეთი ბეტონის საფარით დაიფარება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

სოფელ ილემში გზის აღდგენის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ, მოადგილემ დავით მაღრაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ დაათვალიერეს.

„საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა მუნიციპალიტეტისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავგეგმეთ და განვახორციელეთ. პროცესი გრძელდება და 2020 წლისთვის ყველა სოფლის ცენტრალური გზა იქნება კეთილმოწყობილი“, - განაცხადა ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ.

ილემის სასოფლო გზის რეაბილიტაცია, რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 379541 ლარია. გზის აღდგენის სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული შპს „ალპედე“ აწარმოებს. სატენდერო ვალდებულების მიხედვით, სამუშაოები 2019 წლის 9 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს