ირანის მთავრობა - სპარსეთის ყურეში „ევროპული საბრძოლო ფლოტის“ განთავსების გეგმა მტრული მესიჯია, რომელიც დაძაბულობას გააღვივებს

ირანი აცხადებს, რომ სპარსეთის ყურეში „ევროპული საბრძოლო ფლოტის“ არსებობა რეგიონში დაძაბულობას გაზრდის, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გაფრთხილება თეირანმა ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანსა და ომანის საგარეო საქმეთა მინისტრ იუზუფ ბინ ალვაის შეხვედრის შემდეგ გააჟღერა.

„მათ (ბრიტანეთსა და აშშ-ს) სურთ, სპარსეთის ყურეში „ევროპული საბრძოლო ფლოტის“ შემოყვანა. ჩვენ მივიჩნევთ, რომ აღნიშნული ქმედებები არსებულ სიტუაციაში პროვოკაციულია. ეს მტრული მესიჯია, რომელიც დაძაბულობას გააღვივებს“, - განაცხადა ირანის მთავრობის პრეს-სპიკერმა ალი რაბიაიმ.

შეგახსენებთ, რომ ვითარება ირანსა და დასავლეთს შორის მიმდინარე თვის დასაწყისში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ირანის რევოლუციურმა გვარდიამ სპარსეთის ყურეში ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი „საზღვაო წესების დარღვევისთვის“ დააკავა. ბრიტანეთმა გააჟღერა ინიციატივა, რომელიც სპარსეთის ყურეში ხომალდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ევროპის საზღვაო მისიის შექმნას ითვალისწინებს. ბრიტანეთის გეგმას მხარდაჭერა გამოუცხადეს საფრანგეთმა, იტალიამ და დანიამ.

იხილეთ ვიდეო: ირანი: სპარსეთის ყურეში ევროპული საბრძოლო ფლოტის განთავსების გეგმა მტრული მესიჯია, რაც დაძაბულობას გააღვივებს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ავთანდილ წულაძე - ტრამპს, პეკინის საპასუხოდ გარდა იმისა, რომ ევროპას და უკრაინას დაეხმაროს, სხვა სვლა აღარც აქვს დარჩენილი
ანდრო გოცირიძე - ხელისუფლების დაკარგვის შიშით „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლური კურსი შეცვალა, ორიენტაცია დათმო, დემოკრატიას ძირი გამოუთხარა და რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.09.2025
„თიბისიმ“ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა
1200 ადამიანზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი წინანდალში - „სილქ როუდ ჯგუფი“ ახალ პროექტს აანონსებს
ბაზისბანკი სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია | კინოფესტივალს მესტია წელს მეხუთედ უმასპინძლებს
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიხსნა
Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife