ნიკოლოზ ანთიძე - უშგულში ჩამოშლილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აღდგენას ექვემდებარება

უშგულში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც გუშინ ჩამოიშალა, აღდგენას ექვემდებარება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, უშგულში ოცდაათამდე ობიექტის პროექტირება იგეგმება და მათ შორის იქნება აღნიშნული კოშკიც.

„ასეთი პროცესები მუდმივად ხდება სამწუხაროდ. თუმცა ექვემდებარება აღდგენას და არსებობს მთელი რიგი მასალები, რათა დაუბრუნდეს პირვანდელი იერსახე. შარშანწინაც ჩამოინგრა ჩარკვიანების კოშკი უშგულში და დავიწყეთ რეაბილიტაცია. ჩვენ პერმანენტულად ვმუშაობთ ჩაჟაშში, სადაც 30-მდე ობიექტი კეთდება წელს. ასევე 30-მდე ობიექტის პროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდმა და სწორედ მათ შორის არის უშგულში გუშინ ჩამოგრეული კოშკიც“,- ამბობს ანთიძე.

უშგულში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ტარიელ ჩარქსელიანის კოშკი გუშინ ჩამოინგრა. ადგილობრივების ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა