ბათუმის ერთ-ერთ კორპუსში ლიფტის ჩავარდნასთან დაკავშირებით, სამშენებლო კომპანიის თანამშრომლები დაკითხვაზე იმყოფებიან

სამშენებლო კომპანია "გრანდ სითის" წარმომადგენლები ბათუმის პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებიან. კომპანია "გრანდ სითის" ხელმძღვანელები მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის დაშავებულ ოპერატორს ედნარ კოჩალიძეს, ის ამ წუთებში პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება. ოპერატორი დღეს მშენებარე კორპუსთან, სადაც ლიფტი შახტაში ჩავარდა, სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც კომპანიის წარმომადგენლებმა ქვები დაუშინეს.

რაც შეეხება ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად დაშავებულებს, მათ დაზიანებები ფეხის არეში აღენიშნებათ. ექიმების ინფორმაციით, შესაძლოა ერთ-ერთ მათგანს ოპერაცია დასჭირდეს.

მომხდარ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო სამუშაოებისას წესების დარღვევას გულისხმობს.

შსს-მ ასევე გამოძიება დაიწყო ოპერატორისთვის ხელისშეშლის საქმეზე. გამოძიება სსკ-ის 154-ე მუხლით დაიწყო, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობაში ხელშეშლას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, აღმაშენებლის #2-ში, მშენებარე კორპუსში ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად მოქალაქეები დაშავდნენ. ისინი საადმყოფოში არიან გადაყვანილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს