კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, კონკურსის „ახალგაზრდა ხელოვანი” გამარჯვებული მოსწავლე პერსონალური კომპიუტერით დაასაჩუქრა

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა, კასპის #1 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ლუკა კორხელი პერსონალური კომპიუტერით დაასაჩუქრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კასპის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

ლუკა კორხელი, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ინიციატივით ჩატარებული კონკურსის „ახალგაზრდა ხელოვანი“გამარჯვებულია.

კონკურსში მონაწილე რეგიონებიდან შერჩეულ იქნა 6 მხატვარი და 6 მწერალი. შიდა ქართლის რეგიონის 6 მწერლიდან ერთ-ერთი ლუკა კორხელია. გამარჯვებული ლუკა, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ მიერ შაორის „მომავლის ბანაკში“ 5 დღიანი საგზურით დაჯილდოვდა.

„კასპის მუნიციპალიტეტის მერია ლუკა კორხელს ულოცავს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა