ფოთში საკრებულოს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა

ფოთში საკრებულოს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით ხომერიკმა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა შეაფასა და პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე წევრი დარეჯან ცხვიტარია სხდომაზე მივიდა ტრანსფარანტებით - „გახარია წადი“, „შეწყვიტეთ რეპრესიები“ და სხდომის დასრულებამდე ფეხზე იდგა.

„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დავტოვე სხდომა. მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. საქართველოში პოლიტპატიმრების გაჩენით, ტელევიზიების წართმევით ქვეყანა ჩრდილოეთ კორეას ემსგავსება. სულ არ გამიკვირდება, გამოაცხადონ ერთ დღეს, რომ საქართველოს ნაკრები გახდა მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში და კალაძემ გაიტანა გადამწყვეტი გოლი. დღეს ფოთში ფეხბურთი იღუპება. ამ თემაზე უნდა მელაპარაკა, მაგრამ იმ დროს როდესაც ქვეყანაში რეპრესიებია დაწყებული და თავისუფალ მედიაზე ზეწოლა ხორციელდება, ფეხბურთზე ლაპარაკი უპრიანი იყო. ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა შს მინისტრის გადადგომა, ჩვენ ასევე ვუერთდებით 20 ივნისს დაწყებულ აქციებს და ეს პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე არ მივაღწევთ მიზანს. მომავალ სხდომას დავესწრები თუ არა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები,“- განაცხადა დავით ხომერიკმა.

საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი კაკულიას თქმით, ოპოზიციის პროტესტი უსაფუძვლოა.

„ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას და ყველას აქვს უფლება დააფიქსიროს თავისი აზრი, მითუმეტეს ოპოზიციურ პარტიებს. განცხადებებს, რომლებიც შეიცავს ცილისწამებას, პირად შეურაცხყოფას, არ ვეთანხმებით,“-აღნიშნა ირაკლი კაკულიამ.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება